კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
2292

Fundstrat Global Advisors-ის თანადამფუძნებელი ტომ ლი ბიტკოინთან დაკავშირებით კვლავ პოზიტიურ პროგნოზს აკეთებს. ლის მოსაზრებით, სულ ცოტა ხანში, ბიტკოინის კურსი 7.000-დან 9.000 დოლარამდე გაიზრდება.

მანამ სანამ, ბიტკოინი ფასის ზრდას შეძლებდეს კვირის შეჯამება ასეთია:

ბიტკოინი

ბიტკოინის კურსი 6.500 დოლარის ფარგლებში მერყეობს. კრიპტოვალუტას მოსალოდნელი წინაღობა 6.953 დოლარზე შეხვდება. იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინი ამ მაჩვენებელს გადალახავს მოსალოდნელი ზღვარი 7.750 დოლარი იქნება.

როგორც ექსპერტები პროგნოზირებენ მოსალოდნელია, რომ ამ კვირაში, ბიტკოინზე ვაჭრობა 6.953 დოლარზე დაიხუროს.

თუმცა, ეს პროგნოზი ძალადაკარგული იქნება, თუ კრიპტოვალუტა 6.900 დოლარის ქვემოთ ჩამოვა. ამავე დროს, ანალიტიკოსები ბიტკოინის ხანგრძლივ პოზიციას, 6.6500 დოლარის ნიშნულს ასახელებენ.

ეთერიუმი

ეთერიუმის მოსალოდნელი პოზიციებია 550 და 600 დოლარი. თუმცა კრიპტოვალუტა, ამ ეტაპისთვის, 465 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

იმ შემთხვევაში, თუ ეთერიუმი კურსის ზრდას ვერ მოახერხებს მაშინ ექსპერტების თქმით, მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტის კურსი 450 დოლარი იყოს.

თუმცა, ამას შეიძლება მოჰყვეს ციფრული ვალუტის ფასის კლება 400 დოლარზე.

ამ ეტაპზე, ექსპერტები არანაირი სახის ვაჭრობას რეკომენდაციას არ უწევენ და ამბობენ, რომ ვაჭრობა ფასის დასტაბილურებამდე არ არის ხელსაყრელი.

რიპლი

უკვე ზედიზედ სამი დღეა რიპლი ვერ ახერხებს კრიტიკული ზღვარს, 0.45 დოლარს, რომ ასცდეს.

0.45 დოლარის გარდა, არსებობს 0.56-ის მეორე კრიტიკული ზღვარიც.

ექაპერტების მოსაზრების თანახმად, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში რიპლი 0.45-სა და 0.56 დოლარს შორის იმერყევებს.

თუ რიპლის კურსი 0.42 დოლარზე აღმოჩნდება ეს ნიშნავს, რომ გრძელდება კლების ტენდეცია. ამ დროს ანალიტიკოსები ტრეიდერებს არანარი სახის ვაჭრობას არ ურჩევენ. ექსპერტები კრიპტოვალუტაში კაპიტალის ჩადებას მხოლოდ მაშინ დაუჭერენ მხარს, როდესაც კურსი ოდნავ მაინც გამყარდება.

ბიტკოინ Cash-ი

ბიტკოინ Cash-მა 3 ივლისს, დღის განმავლობაში ფასის ზრდა აჩვენა. ამჟამად, კრიპტოვალუტა ცდილობს 736 დოლარის ნიშნულს მიაღწიოს. წარმატების შემთხვევაში ბიტკოინ Cash-ის სამიზნე 838 შემდეგ 1.200 დოლარი იქნება.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტამ ზრდის ნაცვლად კლების ტენდენცია აჩვენა მაშინ, მოსალოდნელი კურსი ჯერ 736 დოლარი შემდეგ კი, 657 დოლარი იქნება.

ლაიტკოინი

ბოლო პერიოდში ლაიტკოინმაც ვერ მოახერხა კურსის რადიკალურად შეცვლა. ამ ეტაპზე, კრიპტოვალუტის კურსი 85 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

იმ შემთხევაში, თუ ლაიტკონის კურსი არ გაიზარდა კრიპტოვალუტა 74 დოლარზე ჩამოვა.

თუმცა, თუ კრიპტოვალუტამ ზრდის ტენდენცია აჩვენა მოსალოდნელი სამიზნე 102-107 დოლარია.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ექპსერტები ინვესტორებს ურჩევენ, რომ დაელოდონ კურსის გამყარებას და ისე მიიღონ გადაწყვეტილება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი