27 თებერვალს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1573

ოთხშაბათს, 27 თებერვალს ციფრული ვალუტის ბაზარი მეტ-ნაკლკებად სტაბილური იყო.

დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 3.900 დოლარის ნიშნულს მიუახლოვდა. უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის კურსმა 4.209 დოლარიდან დაიწყო შემცირება.

რაც შეეხება ეთერიუმს: ეთერიუმის კაპიტალიზაცია 14.6 მილიარდ დოლარს შეადგენდა. რიპლი მას მცირედით ჩამორჩება. რიპლის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 13.1 მილიარდი დოლარია.

ეთერიუმის ფასი ძველი ნიშნულის დაბრუნებას ცდილობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ალტკოინის კურსი 138 დოლარს მიუახლოვდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მისი სამიზნე ფასი 141 დოლარია.

ამჟამად, კრიპტოვალუტის კურსი კიდევ უფრო შემცირებულია და ის 130 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

აღსანიშნავია, რომ კვირის განმავლობაში ეთერიუმის ღირებულება დაახლოებით 6%-ით არის შემცირებული.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 27 თებერვალს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 134 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი