კიბერუსაფრთხოების კომპანიამ კრიპტო თაღლითური სქემა აღმოაჩინა

0
817

კიბერუსაფრთხოების კომპანია ESET-ის კვლევამ სქემა აღმოაჩინა, რომელიც კრიპტოვალუტით თაღლითობას გულისხმობს.

მავნე სქემა იმ მობილური მოწყობილობებისთვის იყო განკუთვნილი, რომლებიც Android ან Apple (iOS) ოპერაციულ სისტემებს იყენებენ. შედეგად თუ მომხმარებელი შენიღბულ, ყალბ აპლიკაციას ჩამოტვირთავდა სმარტფონი ზიანდებოდა.

ESET-ის კვლევის მიხედვით, ეს მავნე აპლიკაციები ყალბი ვებსაიტების საშუალებით ვრცელდება და ლეგიტიმური კრიპტო საფულეების იმიტაციას ახდენს, მათ შორის MetaMask-ის, Coinbase-ის, Trust Wallet-ის, TokenPocket-ის, Bitpie-ის, imToken-ისა და OneKey-ს.

კომპანიამ ასევე 13 მავნე აპლიკაცია აღმოაჩინა, რომელიც Jaxx Liberty-ის საფულეზე იყო მიერთებული. აპლიკაცია Google Play Store-ზეც იყო ხელმისაწვდომი. მას შემდეგ Google-მა მავნე აპლიკაციები წაშალა, რომლებიც 1100-ზე მეტჯერ იყო დაინსტალირებული. კვლევის მიხედვით, კიდევ უამრავი მსგავსი აპლიკაციაა დარჩენილი, რომლებიც მომხმარებელთა მოტყუებას აგრძელებს.

სქემის ორგანიზატორები გააზრებულად მოქმედებენ. ისინი ყალბ რეკლამებს სოციალური მედიის ჯგუფების გავლით უგზავნიან ისეთ მომხმარებლებს, რომელთაც აქამდე არ ჰქონიათ კრიპტო აპლიკაციებთან და საფულეებთან შეხება.

კომპანიის წარმომადგენლები მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ კრიპტო აპლიკაციების გადმოტვირთვისაგან თავი შეიკავონ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი