კარიბის ზღვის აუზი შესაძლოა, კრიპტოვალუტისთვის მეგობრულ ზონად გამოცხადდეს

0
1332

ანტიგუა და ბარბუდას სახელმწიფო კრიპტოვალუტის მიმართ მეგობრულად განწყობილ ქვეყნების რიგს შეურთდა.

27 მაისს ანტიგუასა და ბარბუდას წარმომადგენელთა პალატამ კრიპტოვალუტის რეგულირების შესახებ კანონი მიიღო. ამ კანონპროექტთან ერთად მათ გადადგეს ნაბიჯი, რომელიც კარიბის ზღვის აუზის ციფრული განვითარებისკენ არის მიმართული.

მარეგულირებელი სტრუქტურა, სახელწოდებით „ციფრული აქტივების ბიზნეს კანონპროექტი 2020“, მიზნად ისახავს კრიპტო კომპანიებისთვის მოწესრიგებული სისტემის შეთავაზებას.

კანონპროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის, რომ ანტიგუასა და ბარბუდაში მოქმედმა ციფრული აქტივების ყველა ბიზნესმა ლიცენზია უნდა მოიპოვოს.

კანონის შეუსრულებლობა პირველ ეტაპზე კომპანიის დაჯარიმებას გულისხმობს. ჯარიმის ოდენობა კი 250,000 აშშ დოლარი იქნება.

კანონპროექტი ქვეყნის ფინანსური სერვისების მარეგულირებელ კომისიას შესაძლებლობას მისცემს, რომ ციფრული ვალუტის კომპანიებზე ზედამხედველობა დააწესოს.

შეგახსენებთ, რომ Ayre Group-ი, nChain-ი, Bayesian Fund-ი და Bitcoin Association-ი წარმოადგენდნენ ინდუსტრიის ისეთ წევრებს, რომლებიც ქვეყნის მთავრობას მარეგულირებელი სისტემის შემუშავებისკენ მოუწოდებდნენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი