კონგრესმენი: ინოვაციის განვითარება არ უნდა შევაფერხოთ

0
1594

რამდენიმე დღის წინ გამართულ კონგრესის მოსმენაზე ტომ ემერმა განაცხადა, რომ ციფრული გადასახადების სისტემის კრიტიკამ შესაძლოა, ინოვაცია შეაფერხოს.

კონკრეტულად მოსმენა ეხებოდა ციფრული ტექნოლოგიების საშუალებით გადასახადების გადახდის საკითხს.

“ჩვენ გვაქვს შესანიშნავია გარემო. ამ სფეროში მუშაობენ ახალგაზრდები, რომლებიც ყოველდღიურად ცდილობენ საგადასახადო პროცესების გაიოლებას. მე ვწუხვარ, რომ ჩვენ ვაპირებთ ამ სამეწარმეო სულის ჩახშობასა და პროგრესის შეფერხებას”,- აღნიშნა ტომ ემერმა.

ციფრულ ვალუტასთან დაკავაშირებით აშშ-ს კონგრესმა მოსმენა დეკემბრის ბოლოს გამართა.

არიზონას შტატის კონგრესმენმა, პოლ გოსარმა კრიპტოვალუტის შესახებ კანონპროექტი შექმნა. კანონპროქტი მიზნად ისახავდა მარეგულირებელ სისტემაში საბოლოო სიცხადის შეტანას.

კრიპტოვალუტის აქტი, რომელიც 2020 წელს უნდა მიიღონ, განსაზღვრავს რომელმა ფედერალურმა სააგენტოებმა უნდა დაარეგულირონ კრიპტო აქტივების თითოეული ტიპი.

ერთ–ერთი მთავარი საკითხი, რასაც კანონპროექტი განსაზღვრავდა იყო კრიპტო აქტივების სამი ტიპის ერთმანეთისგან გამიჯვნა. ეს სამი ტიპი ასე გამოიყურება: კრიპტო პროდუქტი, კრიპტო, როგორც ვალუტა და კრიპტო ფასიანი ქაღალდი.

კრიპტო პროდუქტი განისაზღვრებოდა, როგორც ეკონომიკური საქონელი ან მომსახურება, რომელიც Blockchain-ზე შეინახებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი