ავსტრალიის მომხმარებელთა ადვოკატირების ჯგუფმა კრიპტო რეგულაციის გეგმა წარადგინა

0
898

ორგანიზაცია – ავსტრალიის მომხმარებელთა ადვოკატირების ჯგუფმა (CHOICE) კრიპტოვალუტის რეგულაციის გეგმა ქვეყნის ხაზინაში წარადგინა.

გეგმის თანახმად, CHOICE-ი მოუწოდებს ახალ ფედერალურ მთავრობას, პრიორიტეტი მიანიჭოს კრიპტოვალუტის საკითხს ფინანსური მომსახურების რეფორმებში.

მომხმარებელთა ადვოკატირების ჯგუფმა ფედერალურ მთავრობას მოუწოდა უზრუნველყოს კრიპტო ინვესტორების უკეთესი დაცვა ქვეყანაში მოქმედი კრიპტოვალუტის ბირჟებისთვის შემოთავაზებული მარეგულირებელი გეგმის წარდგენისას.

მარეგულირებელი გეგმა წარმოდგენილი იქნა ფედერალური ხაზინის საკონსულტაციო დოკუმენტის პასუხად. ამასთანავე, ოთხი ძირითადი სფეროს გამოკვეთით, ჯგუფმა მოითხოვა კრიპტოვალუტის ერთიანი დეფინიცია უკეთესი რეგულირებისთვის, ლიცენზია ბირჟებისთვის მიმდინარე ფინანსური ლიცენზირების შესაბამისად.

თავის მხრივ, ციფრული ვალუტის ბირჟები ვალდებულნი არიან მომხმარებელთა დაცვისთვის აკრძალონ მაგალითად, შეცდომაში შემყვანი რეკლამები.

ავსტრალიის მომხმარებელთა ადვოკატირების ჯგუფის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კრიპტოვალუტის ბირჟებმა უნდა მიიღონ ზომები თაღლითური გადახდების თავიდან ასაცილებლად.

იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი მაინც გახდა თაღლითობის მსხვერპლი მაშინ ბირჟამ დაკარგული თანხა უნდა აანაზღაუროს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი