ვიეტნამის ცენტრალურმა ბანკმა ქვეყანაში მაინინგის ტექნიკის იმპორტი ოფიციალურად აკრძალა

0
1677

ვიეტნამის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის მაინინგისთვის საჭირო ტექნიკის იმპორტს შეაჩერებს.

ამის შესახებ ადგილობრივი მედია საშუალება იტყობინება.

აღნიშნული ნაბიჯი მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მოთხოვნას მოჰყვა, რომლის მხირდანაც შემოთავაზებული იყო დროებითი აკრძალვა კრიპტოვალუტის მაინინგის ტექნიკის იმპორტზე, რომლის მოცულობამ 2017-დან 2018 წლის აპრილის ჩათვლით ჯამში 15.600 ერთეული შეადგინა.

დროებითი აკრძალვა ასევე ეხება კრიპტოვალუტის გამოყენების შესაძლებლობასაც. ოფიციალურად, 2017 წელს სახელმწიფო ვალუტის პარალელურად, ციფრული ვალუტის გამოყენება გადახდის ალტერნატიულ საშუალებად მთავრობამ უკანონოდ სცნო.

ვიეტნამის ფინანსთა სამინისტრომ კრიპტოვალუტის მაინინგის ტექნიკაზე დროებითი აკრძალვა ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში შემოიღო. დროებითი აკრძალვის მიზეზებს შორის იყო ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებული თაღლითური გარიგებების რისკებიც.

ამგვარად, ფინანსთა სამინისტროს მიზანია დაიცვას მოქალაქეები თაღლითებისგან.

შეგახსნებთ, რომ 2018 წლიდან ვიეტნამის მთავრობას საკმაოდ მკაცრი პოზიცია უჭირავს კრიპტოვალუტებთან მიმართებაში. აპრილიში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყანაში 660 მილიონი დოლარის პირველადი მონეტარული შეთავაზების (ICO-ს) თაღლითური ოპერაციები განხორციელდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი