ეთერიუმის ფასი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა

0
1256

ბიტკოინის კურსის მატებასთან ერთად ალტკოინების კურსიც გაუმჯობესდა.

მთელი დეკემბრის განმავლობაში ეთერიუმის ფასი ზრდის ტენდენციას აჩვენებდა. თუმცა 3 იანვარს ალტკოინმა ფასმა რეკორდი მოხსნა.

გუშინ კურსის ყველაზე მაღალი დონე დაფიქსირდა. ალტკოინის ფასი 1,000 დოლარს ასცდა.

3 იანვარს ეთერიუმზე ვაჭრობა 774 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული კი 1006 დოლარზე დაფიქსირდა. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 771 დოლარი იყო. დღის ბოლოს ეთერიუმზე ვაჭრობა კი 975 დოლარზე დაიხურა.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის კურსი მოიმატებს მოსალოდნელია, რომ ფასი 1100 დოლარამდე გაიზარდოს.

ამ ეტაპზე ალტკოინის ფასი 980 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეთერიუმის კურსი თითქმის 35%-ით არის გაზრდილი.

შეგახსენებთ რომ, CoinMarketCap-ის დღის პირველი ნახევრის მონაცემების თანახმად, 4 იანვარს ეთერიუმის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 111.6 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი