პეტროს შეძენა ტრადიციული და ციფრული ვალუტით უკვე შესაძლებელია

0
1460

ვენესუელაში მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ციფრული ვალუტის, პეტროს შეძენა ტრადიციული ვალუტითა და კრიპტოვალუტით უკვე შესაძლებელია.

ამის შესახებ ვენესუელის ეკონომიკის დეპარტამენტმა განაცხადა.

განცხადების მიხედვით, პეტროს შეძენა ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს სპეციალური ვებ-გვერდით არის შესაძლებელი. პეტროს ყიდვა შესაძლებელია იუანით, ევროთი და დოლარით. ამასთანავე, ციფრული ვალუტის ყიდვა ექვსი კრიპტოვალუტის ბირჟის საშუალებითაც შეიძლება.

რაც შეეხება კრიპტოვალუტებს, ვენესუელის ფინანსთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, პეტროს შეძენა შესაძლებელია ბიტკოინით, ეთერიუმით, ლაიტკოინითა და დეშით.

თუმცა ამ ეტაპზე პეტროს შეძენა მხოლოდ ბიტკოინითა და ლაიტკოინითაა შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ მოქალაქეებს პეტროში ინვესტიციის დაბანდებისკენ მოუწოდა. სატელევიზიო ეთერში მადურომ ასევე განაცხადა, რომ ქვეყნის დასაქმებული მოქალაქეები ბონუსების მიღებას პეტროთი შეძლებდნენ.

“მე მოვუწოდებ დასაქმებულებს, რომ თავიანთი ბონუსების ინვესტირება ოქროსა და პეტროში მოახდინონ, რათა ზოგადად ქვეყნის ეკონომიკა უფრო მეტად გაძლიერდეს”,-განაცხადა პრეზიდენტმა მადურომ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი