Capital.com-ის ანგარიში: ეთერიუმმა 2022 წელს განსაკუთრებით ბევრი ტრეიდერი მოიზიდა

0
1849

Capital.com-ის მონაცემების მიხედვით, 2022 წლის იანვრიდან მარტამდე ეთერიუმმა ტრეიდერების ყველაზე დიდი რაოდენობა მოიზიდა.

კვარტალურ ანგარიშში Capital.com-მა აღნიშნა, რომ 2021 წელს, ტრეიდერების ყველაზე მნიშვნელოვანი რაოდენობა Dogecoin-მა (DOGE) მოიზიდა. აღნიშნულ სტატისტიკაში კი ETH/USD წყვილმა პირველად დაიკავა პირველი ადგილი.

კვარტალურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ კრიპტობრუნვა კვარტალში 93%-ით გაიზარდა. მიუხედავად დადებითი სტატისტიკისა, ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ შემოსავლის ზრდა ფართო ბაზრის ტენდენციებს არ ასახავს, რადგან ეს რიცხვი აღნიშნულ პერიოდში მიღწეულ იქნა რამდენიმე დღიანი ფასის ზრდის გამო.

Capital.com-მა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფართო ბაზარი ამჟამად უინტერესო მდგომარეობაშია. Capital.com-ის მთავარი ანალიტიკოსის დევიდ ჯონსის თქმით, ბიტკოინის კლების ტენდენცია ნოემბრიდან იანვრამდე გავლენას ახდენდა საცალო მოვაჭრეების ინტერესზე.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად, ეთერიუმის ფასი 1,750-სა და 1,760 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი