Block Inc-ის კვლევა: კრიპტოვალუტის მფლობელთა 41% ციფრული ვალუტის სექტორის მიმართ ოპტიმისტურად არის განწყობილი

0
713

კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ციფრული გადახდის კომპანია Block Inc.-მა მიმდინარე წელს გამოკითხვა ჩაატარა. რა დროსაც დაახლოებით 9500 ადამიანი გამოიკითხა.

გამოკითხვის მიზანი ბიტკოინის შესახებ ინფორმაციის ფლობისა და მისი მნიშვნელობის აღქმის ანგარიშის მომზადება იყო. ამისათვის კომპანიამ იანვარში შტატების სხვადასხვა ტერიტორიაზე ბიტკოინის მფლობელები გამოჰკითხა.

მოხსენება ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

გამოკითხვამ დაადგინა, რომ რესპონდენტები, რომლებსაც ბიტკოინის შესახებ ინფორმაციას ფლობდნენ, ბევრად უფრო ოპტიმისტურად იყვნენ გნწყობილნი.

აღსანიშნავია, რომ მათ, ვისაც კრიპტოვალუტის შესახებ ინფორმაცია აქვს და ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს ინფორმაციის მიღებას ისინი ფლობენ ბიტკოინს. მათი პროცენტული რაოდენობა კი 41-ს შეადგენს.

ის ადამიანები კი, რომლებიც ინფორმაციის სიმწირეს განიცდიან მათი 7,9% არის კრიპტოვალუტის მფლობელი.

აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ, როგორც წესი, მაღალი შემოსავლების მქონე პირები გამოხატავენ მეტ ოპტიმიზმს კრიპტოვალუტის ფასის მომატების მიმართ.

თუმცა არსებობს გამონაკლისებიც. მაგალითად, ინდოეთში, რომელიც ეკონომიკური დოვლათით ნამდვილად არ გამოირჩევა, ციფრული ვალუტა მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის სასურველი აქტივია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი