კოლორადოს შტატის გუბერნატორმა ტოკენების შესახებ კანონპროექტს ხელი მოაწერა

0
1686

კოლორადოს შტატის გუბერნატორმა ჯარედ პოლისმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რითაც შტატში ტოკენების გამოშვებას დაეთანხმა.

დოკუმენტი, რომელიც თავდაპირველად შემოთავაზებულ იქნა იანვარში სენატის რესპუბლიკები და ასევე დემოკრატი წევრები გარკვეულ მარეგულირებელ სტრუქტურის შემუშავებას მოითხოვდნენ.

კანონპროექტი განსაზღვრავს “ციფრული ტოკენს”, როგორც ციფრულ ერთეულს, რომელსაც განსაზღვრული მახასიათებლები გაჩნია. თავის მხრივ, ასეთი ტოკენი უზრუნველყოფილია დეცენტრალიზებული ტექნოლოგიით. ტოკენი გამოიყენება ვაჭრობასა და ტრანზაქციებში.

“ეს არის დრო, როდესაც კოლორადომ განაცხადა:- ჩვენ ვაპირებთ, რომ შევქმნათ გარემო, რომელიც უზრუნველყოფს სექტორის სიცხადეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ტოკენის გამოცემამ შეიძლება დაარღვიოს უსაფრთხოების წესები”,- აღნიშნა კერძო სექტორის წარმომადგენელმა, დევიდ გოლდმა.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ გუბერნატორობის კანდიდატი ჯარედ პოლისი საარჩევნო კამპანიის დროს Blockchain ტენოლოგიას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა.

პოლისი მიზნად ისახავდა, ​​როგორც ბიზნესში ასევე სამთავრობო უწყებებში Blockchain-ის დანერგვას.

თავისი კამპანიის ფარგლებში, პოლისი მხარს უჭერდა ხუთ Blockchain-თან დაკავშირებული ინიციატივის განხორციელებას, მათ შორის იყო კიბერდანაშაულთან ბრძოლის ინფრასტრუქტურის განვითარება არჩევნების უზრუნველსაყოფად და სახელმწიფოს მასშტაბით სახელმწიფო ფულადი სახსრების ტრანსმისიის კანონმდებლობისგან ციფრული ვალუტის გათავისუფლება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი