სენატორები: სტაბილკოინის საცალოდ გაცემა არ უნდა მოხდეს

0
849

ტექსასის სენატორმა, ტედ კრუზმა, ცოტა ხნის წინ, მინესოტის სენატორ ტომ ევერის შეტანილი კანონმდებლობის დამხმარე კანონპროექტი შეიტანა განსახლველად, რომელიც კერძო ფიზიკური პირებისათვის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) გამოშვებას კრძალავს.

ტომ ევერმა აღნიშნული კანონპროექტი 18 იანვარს წარმოადგინა. ტედ კრუზის დამხმარე კანონპროეტმა კი შესაძლოა, დააჩქაროს ორივე კანონპროექტის ერთობლივი განხილვა.

როგორც ცნობილია, ევერი კონგრესის Blockchain ჯგუფის თანათავმჯდომარეა. მისი შეშფოთება კი CBDC-ის შესახებ მომხმარებელების ფედერალური ანგარიშების გახსნის იძულებას შეეხებოდა.

არსებული კანონით, თუ მომხმარებელს სურს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის გამოყენება, მან ფედერალურ სარეზერვო ბანკში უნდა გახსნას ანგარიში, რაც თავისუფლადაა შესაძლებელი გამოყენებულ იქნას პირადი მონაცემების თვალთვალისათვის.

ევერიმ განაცხადა, რომ სახელმწიფოს მიერ თავისი მოქალაქეების თვალთვალი არასდროს არ უნდა დაუშვას საზოგადოებამ. მან ასევე განაცხადა, რომ მომხმარებელთა ფინანსური ინფორმაციის ცენტრალიზება უსაფრთხოების ახალ პრობლემებს წამოშობს.

შეგახსენებთ, რომ იანვარში ფედერალურმა სარეზერვო ბანკმა ანალიტიკური სტატია CBDC-ზე გამოაქვეყნა, რომელიც ვრცლად განიხილავდა ინფორმაციის გამჟღავნების საკითხებს.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ინდივიდუალური კონფიდენციალურობის დაბალანსება აუცილებელია გამჭვირვალობასთან, რათა თავიდან იქნეს არიდებული კრიმინალური ქმედებები.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი