ანალიტიკოსები: ბიტკოინის ზღვარი 9.600 დოლარია

0
1440

გასულ კვირას ბიტკოინის ფასმა თითქმის 20%-იანი ფასის ცვლილება განიცადა.

მიუხედავად კურსის პოზიტიური ცვლილებისა, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ შესაძლოა, ბიტკოინის ფასი კვლავ შემცირდეს.

ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ ბიტკოინი 2019 წლის შედეგებს გაიმეორებს. ეს კი ნიშნავს, რომ ივნისში ფასმა მკვეთრად უნდა მოიმატოს.

სწორედ რომ გასული წლის ივნისში დაფიქსირდა ბიტკოინის ფასი 14.000 დოლარზე. თუმცა ამის მერე, შემოდგომაზე ბიტკოინის კურსმა კვლავ კლების ტენდენცია აჩვენა.

კრიპტოვალუტა ჯერ 3.000 დოლარით შემცირდა, ხოლო შემდგომ ფასი 6.300 დოლარაზე აღმოჩნდა.

ფასების ამ ორ მონაცემს შორის არსებობს ზღვარი, რომელიც 9.600 დოლარს შეადგენს.

თუკი ბიტკოინის ფასი ამ ნიშნულს დასძლევს მაშინ კურსი მოიმატებს. იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის ფასი 9.600 დოლარს მნიშვნელოვნად ჩამოსცდება მაშინ კლების ტენდენცია გარდაუვალი იქნება.

შეგახსენებთ, რომ 3 მაისის დღის ბოლოს ბიტკოინის ფასი 8.700 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი