სინგაპურის პოლიციამ კრიპტო თაღლითობასთან დაკავშირებით გაფრთხილება გამოსცა

0
762

სინგაპურის პოლიციამ გააფრთხილა ინვესტორები, რომ ყალბი ვებსაიტების აღმოჩენის შემდეგ სამართალდამცავ უწყებებს სახსრების აღდგენაში დახმარება სეუძლიათ.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საშუალება Channel News Asia ავრცელებს.

პოლიციამ გამოსცა გაფრთხილება ვებსაიტის შესახებ, რომელიც FTX-თან არის დაკავშირებული. პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვებსაიტი, რომელიც არ არის იდენტიფიცირებული, მიზნად ისახავს ადგილობრივი ინვესტორების შეცდომაში შეყვანას.

პოლიციამ თქვა, რომ ვებსაიტები თაღლითურ ოპერაციებს აწარმოებდნენ, რომელთა სამიზნე აუდიტორიას მსხვილი ინვესტორები წარმოადგენდნენ.

მიუხედავად აღსანიშნავია, რომ საექსპერტო ჯგუფ KPMG-ის Pulse of Fintech-ის ანგარიშის მიხედვით, სინგაპურში გასულ წელს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ინვესტიციების რაოდენობა 13-ჯერ გაიზარდა.

წლის დასაწყისში ის 110 მილიონს შეადგენდა, წლის განმავლობაში კი 1,43 მილიარდ დოლარს გაუტოლდა.

ამასთანავე, კვლევის მიხედვით, სინგაპური კრიპტოვალუტის აქტივობის ცენტრად დიდი ხანია აღიარებულია.

KPMG-ი ვარაუდობს, რომ ზრდა ნაწილობრივ მთავრობის მცდელობებითაა განპირობებული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი