ბრაიან ბრუქი: fintech-ი აქტიურად უნდა გამოვიყენოთ

0
1161

ამერიკის შეერთებული შტატების ვალუტის მაკონტროლებელის მოვალეობის შემსრულებელმა, ბრაიან ბრუქმა, CNN–თან ინტერვიუში გამოთქვა სურვილი, რომ ოპერაციებში fintech-ი იყოს გამოყენებული.

მან განმარტა, რომ ახლა მისი სამუშაოა „წინააღმდეგობათა იდენტიფიცირება”, რაც ნიშნავს, რომ იგი ადამიანებს გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება.

ივლისის თვეში ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს ხაზინა, რომელიც ბანკების მარეგულირებელ წესებზე არის პასუხისმგებელი fintech კომპანიებთან დიალოგისთვის ემზადებოდა.

უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ს სასაქონლო ფიუჩერსების სავაჭრო კომისიამ ანალოგიური შეხვედრა გამართა თებერვალში, სანამ ქვეყანაში COVID-19-ის ვირუსი მასშტაბურად გავრცელდებოდა.

დაახლოებით ორი წლის წინ იაპონიის ფინანსური მომსახურების სააგენტომ მარეგულირებელი სტრუქტურა გააფართოა, რათა fintech კომპანიების განვითარებისთვის უკეთესი სივრცე შეექმნა.

შეიქმნა სტრატეგიული განვითარებისა და მართვის ორგანო, რომელმაც ინსპექციის ორგანო შეცვალა. ორგანო ფინანსური სტრატეგიის პოლიტიკის შემუშავებაზე ზრუნავს. ასევე მას ევალება ციფრული ვალუტის ბაზრისა და fintech კომპანიების პრობლემების მოგვარება.

გარდა ამისა, ორგანო პასუხისმგებელი არის ფინანსური ინსტიტუტების შემოწმებაზეც.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი