აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისიის თავმჯდომარე: Coinbase-ი მარეგულირებელთან უნდა დარეგისტრირდეს

0
857

აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისიის თავმჯდომარემ, გერი გენსლერმა განაცხადა, რომ ისეთი კრიპტოვალუტის ბირჟა, როგორიც არის Coinbase-ი მარეგულირებელთან აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეს.

”კრიპტოვალუტის ბირჟა ჩვენთან ჯერ არის დარეგისტრირებული. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სავაჭრო სამიანობას ეწევიან”,- განაცხადა გერი გენსლერმა.

აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის თავმჯდომარე ასევე მიიჩნევს, რომ კრიპტოვალუტა საჯარო პოლიტიკის ფარგლებში აქტიურად უნდა მოქმედებდეს, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში გადარჩეს.

მედიასთან ინტერვიუს დროს, გენსლერმა ხაზი გაუსვა მარეგულირებელი სისტემის მიერ მოთხოვნების შესრულებას. მან განმარტა, რომ ციფრული ვალუტები უნდა იყოს საჯარო პოლიტიკის ნაწილი, ასევე ექვემდებარებოდეს რეგულაციებს, რათა ინვესტორები იყვნენ დაცულები.

მისი თქმით, კრიპტოვალუტის გლობალური ბაზრის კაპიტალიზაციამ უკვე გადააჭარბა 2 ტრილიონ დოლარს და, თუკი კრიპტოვალუტა ხუთი ან ათი წლის შემდეგ აქტუალური იქნება, მაშინ ის საჯარო პოლიტიკის ნაწილი გახდება.

მაგალითად, სენატორს და ბიტკოინის მომხრე სინტია ლუმისს სურს, რომ აშშ-ს მაცხოვრებლებმა მხარი დაუჭირონ ბიტკოინს, როგორც მათი საპენსიო დანაზოგის ერთ-ერთ ფორმას და მრავალფეროვანი ეკონომიკის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი