უზბეკეთი კრიპტოვალუტის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას ინარჩუნებს

0
979

2019 წელს უზბეკეთმა კრიპტოვალუტით გადახდა არაკანონიერ საქმიანობად გამოაცხადა.

”კრიპტოვალუტები არ შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც უზბეკეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადახდების გაგზავნის ან მიღების მეთოდი,” – ნათქვამია ბრძანებაში.

“უზბეკეთის რესპუბლიკა არასოდეს მიიღებს კრიპტოვალუტას, როგორც გადახდის მეთოდს”,- აღნიშნა ქვეყნის ცენტრალური ბანკის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ბეჰზოდ ხამრაევმა, უზბეკეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის მოადგილემ, განაცხადა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება არასოდეს მისცემს მოსახლეობას უფლებას გამოიყენოს ბიტკოინი გადახდის ფორმით, რადგანაც მისი თქმით, ციფრული ვალუტა საკმაოდ მერყევია.

ადგილობრივ ბიზნეს გამოცემა, Spot.uz-სთან ინტერციუს დროს ბეჰზო ხამრაევი ამტკიცებდა, რომ ბიტკოინი ფართოდ განიხილება, როგორც “სპეკულაციური აქტივი” და არასოდეს გახდება ისეთი ფულის ერთეული, როგორიც არის აშშ დოლარი, ევრო ან იაპონური იენი.

”თქვენ შეგიძლიათ ნახოთ წარწერა ბანკნოტებზე მარეგულირებლის ვალდებულებების შესახებ, მაშინ როდესაც კრიპტოვალუტა არაფერით არ არის გამყარებული”,- დასძინა უზბეკეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის მოადგილემ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი