ნორვეგიის სასამართლომ ადგილობრივი კრიპტობირჟის საწინააღმდეგოდ განაჩენი გამოიტანა
ნორვეგიის პირველი ინსტანციის სასამართლომ ნორვეგიის უმსხვილესი ბანკის სასარგებლოდ და ადგილობრივი კრიპტოვალუტის ბირჟის საწინააღმდეგოდ განაჩენი გამოიტანა. განაჩენში ნათქვამია, რომ ბანკს აქვს სრული უფლება, დახუროს ბირჟის ანგარიში, ფულის გათეთრების რისკების გამო, რომელიც თავის მხრივ, ბიტკოინით ვაჭრობას უკავშირდება. სასამართლოს განაჩენში აღნიშნულია, რომ გლობალური შეფასების შემდეგ, ეჭვი აღარ არსებობს, რომ სისხლის სამართლის დანაშაულთან დაკავშირებული ფულის გათეთრების რისკი გაცილებით მნიშვნელოვანია,…