ნორვეგიის სასამართლომ ადგილობრივი კრიპტობირჟის საწინააღმდეგოდ განაჩენი გამოიტანა

0
2213

ნორვეგიის პირველი ინსტანციის სასამართლომ ნორვეგიის უმსხვილესი ბანკის სასარგებლოდ და ადგილობრივი კრიპტოვალუტის ბირჟის საწინააღმდეგოდ განაჩენი გამოიტანა.

განაჩენში ნათქვამია, რომ ბანკს აქვს სრული უფლება, დახუროს ბირჟის ანგარიში, ფულის გათეთრების რისკების გამო, რომელიც თავის მხრივ, ბიტკოინით ვაჭრობას უკავშირდება.

სასამართლოს განაჩენში აღნიშნულია, რომ გლობალური შეფასების შემდეგ, ეჭვი აღარ არსებობს, რომ სისხლის სამართლის დანაშაულთან დაკავშირებული ფულის გათეთრების რისკი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ბიტკოინით ვაჭრობის ბიზნესი.

სასამართლო ადგენს, რომ ეს რისკი წარმოადგენს ბანკის ობიექტურ მიზეზს, რომელიც უარყოფს ფინანსური კონტრაქტების აქტის 21-ე მუხლით გათვალისწინებულ კლიენტებთან ურთიერთობას.

სასამართლო გადაწყვეტილების საპასუხოდ, Bitmynt-ის დამფუძნებელმა სტარლი სუნდემ აღნიშნა, რომ მისი ბირჟა ფულის გათეთრების დანაშაულში ეჭვმიტანილი არ არის.

“ეს ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილებაა, რადგან სასამართლო პრაქტიკაში დადგა ბიტკოინის აკრძალვის საკითხი”,-აღნიშნა Bitmynt-ის დამფუძნებელმა.

შეგახსენებთ, რომ ნორვეგიის ბანკი არის სკანდინავიური რეგიონის უდიდესი ფინანსური ჯგუფი და ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი. ბანკს 17 ქვეყნიდან 9.5 მილიარდი ევროს შემოსავალი უფიქსირდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი