Market

    Blockchain კომპანია NFT-ის სისტემაში მუშაობას იწყებს

    Blockchain-ის ანალიტიკურმა კომპანია Flipside Crypto-მ ონლაინ პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ნაკრები (SDK) სახელწოდებით ShroomDK გამოუშვა. პროგრამა დაფუძნებულია NFT-ზე და უზრუნველყოფს Blockchain-ის ყოვლისმომცველი მონაცემების პროგრამული საშუალებით ავტომატიზირებულ ამოღებას. კომპანიის თქმით, NFT-ზე დაფუძნებული SDK-ის გაყიდვა ან განახლება უფრო მარტივად ხდება. თანადამფუძნებელმა ჯიმ მაიერსმა განაცხადა, რომ Blockchain მონაცემების მოთხოვნის შესაძლებლობა მრავალი ჯაჭვიდან ავტომატიზებული (პროგრამული) ფორმით არის შესაძლებელი. Blockchain დეველოპერებისა…

    Read More

      Alkemi Earn-მა ინტეგრაცია DeFi-ში დაიწყო

      აპლიკაცია – Alkemi Earn-ი, ტექნიკის საფულე Ledger’s Discover-ის ქსელს დაემატა, რითაც ის ხელმისაწვდომი გახდა დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) სესხების და სერვისების 1,5 მილიონი აქტიური მომხმარებლისთვის. განცხადების თანახმად, Ledger Live-ის მომხმარებლებს ახლა შეუძლიათ მიიღონ სარგებელი თავიანთ აქტივებზე Alkemi Earn-ის ინტეგრაციით. Ledger-ის პროექტის მიზანია მიაწოდოს მომხმარებლებს ციფრული ვალუტები მესამე მხარის გარეშე. „Alkemi-სთან ერთად ლეჯერის მომხმარებლებს ექნებათ მეტი გზა,…

      Read More

        21Shares-ი ინვესტორებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს

        21Shares-ი, კრიპტოვალუტის ბირჟაზე ვაჭრობის პროდუქტების (ETPs) გლობალური ემიტენტი, მიმდინარე ბაზრის ციკლის პერიოდში, შესაბამის ზომებს იღებს და ახალ საინვესტიციო ინსტრუმენტებს უშვებს. კომპანიამ გამოუშვა 21Shares Bitcoin Core ETP (CBTC), ETP, რომელიც სპეციალურად შექმნილია იმისთვის, რომ მომხმარებლებს ბიტკოინის დაბალი ფასი შესთავაზოს. ფიზიკურად მხარდაჭერილმა Bitcoin ETP-მა დაიწყო ვაჭრობა SIX შვეიცარიის ბირჟაზე გასული კვირის ბოლოს, ჯამური ხარჯების კოეფიციენტით 21 საბაზისო…

        Read More

          ბიტკოინის ფასი კვლავ შემცირებულია

          ბიტკოინის კურსი კვლავ შემცირებულია. კვირის დასაწყისში ციფრული ვალუტის ფასი უკვე მესამედ 19.900 დოლარის ფარგლებში აღმოჩნდა. ბოლო რამდენიმე დღეა ბიტკოინის ფასი 20,200-სა და 21,500 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. თუმცა, დღეს ბიტკოინის კურსი მკვეთრად შეიცვალა. ანალიტიკოსების ნეგატიური პროგნოზის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტის კურსის ნიშნული 19.000 დოლარზე ქვემოთ აღმოჩნდეს. დღეს ბიტკოინზე ვაჭრობა 20,856 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის…

          Read More

            ტაივანის ცენტრალური ბანკის მმართველი სტაბილკოინის შექმნას განიხილავს

            ჩინეთის ადგილობრივმა მედია bnext.com-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინ-ლონგ იანგმა, ტაივანის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ქვეყნის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) საპილოტე პროექტს რეკომენდაცია გაუწია. გადაწყვეტილების ახსნისას იანგმა განაცხადა, რომ საბანკო ოპერაციებისას სტაბილკოინი სავარაუდოდ ტრადიციულ ვალუტას ჩაანაცვლებს. იანგმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უპროცენტო CBDC-ებმაც კი შეიძლება გამოიწვიოს „ციფრული ბანკის რღვევა“ ფინანსური არასტაბილურობის დროს და სწრაფად გადაიზარდოს ფინანსური…

            Read More