ბიტკოინის ფასი კვლავ შემცირებულია

0
915

ბიტკოინის კურსი კვლავ შემცირებულია. კვირის დასაწყისში ციფრული ვალუტის ფასი უკვე მესამედ 19.900 დოლარის ფარგლებში აღმოჩნდა.

ბოლო რამდენიმე დღეა ბიტკოინის ფასი 20,200-სა და 21,500 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. თუმცა, დღეს ბიტკოინის კურსი მკვეთრად შეიცვალა.

ანალიტიკოსების ნეგატიური პროგნოზის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტის კურსის ნიშნული 19.000 დოლარზე ქვემოთ აღმოჩნდეს.

დღეს ბიტკოინზე ვაჭრობა 20,856 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული ასევე 20,856 დოლარს შეადგენდა. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 19,924 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ბიტკოინზე ვაჭრობა კი 19,970 დოლარზე დაიხურა.

უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს ამავე დღეს, 11 ივლისს, ბიტკოინის კურსი 33,156 დოლარს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 11 ივლისს ბიტკოინის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 382 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი