21Shares-ი ინვესტორებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს

0
958

21Shares-ი, კრიპტოვალუტის ბირჟაზე ვაჭრობის პროდუქტების (ETPs) გლობალური ემიტენტი, მიმდინარე ბაზრის ციკლის პერიოდში, შესაბამის ზომებს იღებს და ახალ საინვესტიციო ინსტრუმენტებს უშვებს.

კომპანიამ გამოუშვა 21Shares Bitcoin Core ETP (CBTC), ETP, რომელიც სპეციალურად შექმნილია იმისთვის, რომ მომხმარებლებს ბიტკოინის დაბალი ფასი შესთავაზოს.

ფიზიკურად მხარდაჭერილმა Bitcoin ETP-მა დაიწყო ვაჭრობა SIX შვეიცარიის ბირჟაზე გასული კვირის ბოლოს, ჯამური ხარჯების კოეფიციენტით 21 საბაზისო პუნქტით. კომპანიის თანახმად, CBTC-ის კოეფიციენტი 44 საბაზისო პუნქტით დაბალია ბაზარზე მომდევნო ყველაზე დაბალ პროდუქტზე.

“CBTC არის 21Shares უფრო ფართო ბაზარზე ორიენტირებული პროდუქტების სერიის ნაწილი, რომელსაც ეწოდება Crypto Winter Suite. შეთავაზება მიზნად ისახავს ინვესტორებს მიაწოდოს მეტი ვარიანტი, რომლითაც კრიპტო ეკოსისტემაში რთული ბაზრების დროს დაბალი ხარჯების მიწოდებით შევლენ”,- განუცხადა მედიას 21Shares-ის ETP პროდუქტის დირექტორმა არტურ კრაუზემ.

„როგორც წესი, აქტივის შესაძენად საუკეთესო დროა, როდესაც ფასები დაბალია, მაგრამ ხშირად ხდება, როდესაც სწორედ ამ დროს ინვესტორები ერიდებიან ყიდვას“, – აღნიშნა არტურ კრაუზემ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი