იაპონიის მარეგულირებელმა შესაძლოა, გარკვეული სტაბილკოინები დაუშვას
ადგილობრივი ფინანსური ორგანოს ცნობით, იაპონიის ახალი რეგულაციები, რომლებიც ინვესტორებს საშუალებას აძლევს ივაჭრონ ისეთი სტაბილკოინების გამოყენებით, როგორიცაა Tether-ი (USDT), სავარაუდოდ მიიღება არაუგვიანეს 2023 წლის ივნისისა. იაპონიის ფინანსური სერვისების სააგენტო (FSA) მუშაობს სტაბილკოინების შიდა დისტრიბუციის აკრძალვის მოხსნაზე და გეგმავს გარკვეული სტაბილკოინების დაშვებას ამ წლის ბოლოს. „ეს არ ნიშნავს, რომ ე.წ. სტაბილკოინების ყველა უცხოური პროდუქტი დაშვებული იქნება ყოველგვარი…