სამხრეთ აფრიკა კრიპტოვალუტის ახალ სარეკლამო სტანდარტს ამტკიცებს

0
832

სამხრეთ აფრიკის რეკლამის მარეგულირებელმა საბჭომ (ARB) კრიპტოვალუტის ინდუსტრიისათვის ახალი საკნონმდებო პუნქტი დაამტა, რომელიც არაეთიკური რეკლამებისაგან მომხმარებლის დაცვას ისახავს მიზანად.

ამიერიდან კომპანიებმა და ფიზიკურმა პირებმა სამხრეთ აფრიკაში უნდა დაიცვან გარკვეული სარეკლამო სტანდარტები, რომლებიც ეხება კრიპტოვალუტის პროდუქტებისა და სერვისების მიწოდებას ქვეყნის სარეკლამო კოდექსის III ნაწილში დამატებულ უახლესი ცვლილების მიხედვით.

პირველი პუნქტი მოითხოვს, რომ რეკლამა, მათ შორის კრიპტოვალუტის შეთავაზებები, უნდა იყოს მკაფიოდ გამოხატული, რადგან მომხმარებლის ინვესტიცია შესაძლოა, ზარალის მომტანი აღმოჩნდეს, ამის მიზეზი ღირებულების ცვალებადობაა. გარდა ამისა, რეკლამა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს გაფრთხილებებს.

“კონკრეტული სერვისებისა და პროდუქტების რეკლამა უნდა იყოს ახსნილი მიზნობრივი აუდიტორიისთვის ადვილად გასაგები ფორმით. რეკლამებმა ასევე უნდა მოგვაწოდოს დაბალანსებული შეტყობინებები დაბრუნების, მახასიათებლების, სარგებელისა და რისკების შესახებ, რომლებიც კრიპტო პროდუქტებთან და სერვისებთანაა დაკავშირებული”,- აღნიშნულია განცხადებაში.

ანაზღაურებისა და პროგნოზების განაკვეთები ასევე უნდა იყოს ადეკვატურად დასაბუთებული, მათ შორის, როგორ ხდება მათი გაანგარიშება და რა პირობები ვრცელდება რეკლამირებულ შემოსავლებზე.

წარსულ ეფექტურობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მომავალი მუშაობის განსასაზღვრად.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი