Market

    PayPal-ის თანადამფუძნებელი: ბიტკოინი ოქროს ონლაინ ექვივალენტი გახდება

    ფილანტროპმა, PayPal-ის თანადამფუძნებელმა პიტერ ტიელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ბიტკოინი ოქროს ონლაინ ექვივალენტი იქნება. პიტერ ტიელის აზრით, ოქროს მსგავსად, კრიპტოვალუტა უფრო მეტად გულისხმობს ღირებულებას ვიდრე, გადახდის საშუალებას. ტიელი ასევე აცხადებს, რომ მას სჯერა ბიტკოინი სხვა კრიპტოვალუტებთან კონკურენციის მიუხედავად, ბაზრის კაპიტალიზაციის პირველ ადგილს შეინარჩუნებს. “ბიტკოინი ოქროს ექვილავლენტი იქნება”, -აღნიშნა CNBC-სთან საუბრისას პიტერ ტიელმა. მიუხედავად მისი…

    Read More

      კონგრესმა კრიპტოვალუტა და Blockchain-ი ეკონომიკურ ანგარიშში პირველად მოიხსენია

      აშშ-ს კონგრესმა ყოველწლიურ ეკონომიკურ ანგარიშში კრიპტოვალუტა და Blockchain ტექნოლოგია პირველად ახსენა. 2018 წლის კონგრესის ეკონომიკური ანგარიში მომავალი წლის წინასწარ ანალიზსა და რეკომენდაციებს მოიცავს. ანაგირშის ერთი თავი მთლიანად ამერიკის ეკონომიკაზე კრიპტოვალუტისა და Blockchain-ის გავლენას ეძღვნება. “… თუ ციფრული ვალუტები მომავალში უფრო ნაკლებად ცვალებადი იქნება მათი მოხმარება უფრო გაადვილდება და მათ ადამიანები უფრო ხშირად გამოიყენებენ, როგორც სავაჭრო…

      Read More

        კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

        ამ კვირაში ბიტკოინი 8.000 დოლარზე ჩამოვიდა. კრიპტო-ბაზარი ისევ კრიზისმა მოიცვა. კრიზისი, მეტწილად, Google-ის მიერ კრიპტოვალუტის რეკლამის აკრძალვამ გამოიწვია. როგორც ცნობილი გახდა, Google-ი კრიპტოვალუტის რეკლამას ივნისიდან აკრძალავს. რაც შეეხება კვირის შეჯამებას: ბიტკოინი ბიტკოინი 15 მარტს 8.066 დოლარის მაჩვენებელზე ჩამოვიდა. თუმცა, ბიტკოინი ცდილობს 8.000 დოლარის ნიშნულის შენარჩუნებას და 9.500 დოლარის დონეზე ასვლას. თუმცაღა, ბიტკოინი ვერ უმკლავდება წინაღობას…

        Read More

          სახელმწიფო დეპარტამენტი კოკა-კოლასთან პარტნიორობით იძულებითი შრომის წინააღმდეგ Blockchain-ს გამოიყენებს

          გამაგრილებელი სასმელების გიგანტი, კოკა-კოლა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტთან და კიდევ სამ სხვა კომპანიასთან ითანამშრომლებს. თანამშრომლობის მიზეზი ერთობლივი პროექტია, რომელიც Blockchain-ზე იქნება დაფუძნებული და მსოფლიო მასშტაბით მუშათა უსაფრთხო რეესტრს შექმნის. ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით, 25 მილიონი ადამიანი მუშაობდა იძულებით შრომით პირობებში. აქედან, 47% აზიის რეგიონში ცხოვრობს. სასმელი კომპანიები…

          Read More

            ინდოეთის ბანკმა საკრედიტო ბარათით კრიპტოვალუტის ყიდვა აკრძალა

            ინდოეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა კერძო ბანკმა, HDFC-მ კლიენტებს აცნობა, რომ სადებეტო და საკრედიტო ბარათების გამოყენება კრიპტოვალუტის შესაძენად იკრძალება. კლიენტებთან გაგზავნილ წერილში ბანკმა განმარტა, რომ ზომები კლიენტთა დაცვის მიზნით მიიღეს. წერილში ნათქვამია: “მომხმარებელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ დავუშვათ HDFC ბანკის კრედიტის, სადებეტო და საავანსო ბარათების გამოყენება ბიტკოინისა და ზოგადად კრიპტოვალუტისა ყიდვა-გაყიდვისთვის”. წერილში ასევე აღინიშნა, რომ…

            Read More