ამ კვირაში ბიტკოინი 8.000 დოლარზე ჩამოვიდა. კრიპტო-ბაზარი ისევ კრიზისმა მოიცვა. კრიზისი, მეტწილად, Google-ის მიერ კრიპტოვალუტის რეკლამის აკრძალვამ გამოიწვია. როგორც ცნობილი გახდა, Google-ი კრიპტოვალუტის რეკლამას ივნისიდან აკრძალავს.
რაც შეეხება კვირის შეჯამებას:
ბიტკოინი
ბიტკოინი 15 მარტს 8.066 დოლარის მაჩვენებელზე ჩამოვიდა. თუმცა, ბიტკოინი ცდილობს 8.000 დოლარის ნიშნულის შენარჩუნებას და 9.500 დოლარის დონეზე ასვლას.
თუმცაღა, ბიტკოინი ვერ უმკლავდება წინაღობას და ფასის კლებისკენ განაგრძნობს სვლას. იმ შემთხვევაში თუ, ბიტკოინის ფასი 9.500-დან 10.000 აშშ დოლარის ნიშნულამდე ვერ მიაღწევს მაშინ, დიდი ალბათობით, მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტა 7.850 დოლარამდე დაეცეს. ხოლო, ფასის ასეთი დაკლების შემდეგ მოსალოდნელია, რომ 6 თებერვლის მაჩვენებელი გამეორდეს და ბიტკოინის კურსი 6.075 დოლარზე ჩამოვდეს.
ანალიტიკოსების პესიმისტური პროგნოზი არ გამართლედება, თუ ბიტკოინი მოახერხებს და 10.000 დოლარის მაჩვენებელს მიუახლოვდება.
ეთერიუმი
ეთერიუმი ფასის კლებას განაგრძობს. ხუთშაბათს, ეთერიუმის ღირებულება 568 დოლარს შეადგენდა. ეს კი, 6 თებერვალის 565 დოლარის მაჩვენებელთან საკმაოდ ახლოს არის.
ექსპერტები მოელიან, რომ ეთერიუმი შეძლებს ფასის მომატებას. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ ეთერიუმი ვერ შეძლებს ფასის გაზრდას, მაშინ მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტა ჯერ 565 დოლარზე ჩამოვიდეს, შემდეგ 500-ზე და ბოლოს 430 დოლარზე შეჩერდეს.
ექსპერტები მოვაჭრეებს ურჩევენ, რომ ეთერიუმი ძალინ მცირე პოზიციაზე შეიძინონ და შეწყვიტონ ვაჭრობა 560 დოლარზე.
ბიტკოინ Cash-ი
სხვა კრიპტოვალუტების მსგავსად ბიტკოინ Cash-ის კურსიც დაეცა. 15 მარტს ბიტკოინ Cash-ი 910 დოლარი ღირდა. თუმცა, ექსპერტები ამბობენ, რომ ბიტკოინ Cash-ი ცდილობს ფასის გაზრდას.
ბიტკოინ Cash-ის მთავრი წინააღმდეგობის ზღვარი 1.150 დოლარია. იმ შემთხვევაში თუ, კრიპტოვალუტა ვერ მოახერხებს ამ წინაღობის დაძლევას მაშინ, ბიტკოინ Cash-ი ჯერ 900-ზე, შემდეგ კი, 778 დოლარზე ჩამოვა.
ექსპერტები ფიქრობენ, რომ ბიტკოინ Cash-ის კურსი ოპტიმისტური მას შემდეგ გახდება, როდესაც კრიპტოვალუტა 1.150 დოლარის ნიშნულს მიაღწევს.
რიპლი
15 მარტს რიპლის ფასი 0.63 დოლარს შეადგენდა. ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ ამ კვირაში რიპლი 0.695 და 0.563 დოლარს შორის იმერყევებს.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ, თუ რიპლი მოახერხებს და 15 მარტის მაჩვენებელს აცდება მაშინ, მოვაჭრეები კრიპტოვალუტას აქტიურად შეიძენენ.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მომდევნო კვირაში, თუ რიპლი 0.695 დოლარზე ქვემოთ არ ჩამოვა, მაშინ ფასის ზრდა მოსალოდნელია. მაგრამ, ანალიტიკოსების აზრით, თუ რიპლის ყიდვის მაჩვენებელი არ შეიცვლება მაშინ, ანალიტიკოსები ტრეიდერებს ვაჭრობას არ ურჩევენ.
ლაიტკოინი
ლაიტკოინიც დანარჩენი კრიპტოვალუტების მსგავსად ფასის გაზრდას ცდილობს. კონკრეტულად კი, 186 დოლარის ნიშნულზე დაბრუნებას.
ექსპერტები ფიქრობენ, რომ ლაიტკოინის მთავარი წინაღობა 187 დოლარია. თუ კრიპტოვალუტა ვერ შეძლებს ამ ნიშნულის დაძლევას მაშინ, მოსალოდნელია, რომ ლაიტკოინი ჯერ 157, ხოლო შემდეგ 141 დოლარზე დაეცეს.
ლაიტკოინი იმ შემთხვევაში შეძლებს პოზიციების გამყარებას, თუ 187 დოლარის ნიშნულს მიაღწევს.