ანალიტიკოსები: მონეროს ფასი შესაძლოა, 122 დოლარამდე გაიზარდოს
ანონიმურობაზე ორიენტირებული მონეროს კურსი გუშინდელთან შედარებით გაზრდილია. გუშინ, კრიპტოვალუტაზე ვაჭრობა 109 დოლარზე გაიხსნა, რომელიც აგრეთვე იყო დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელი. ხოლო, რაც შეეხება ყველაზე მაღალ მაჩვენებელს ის 116 დოლარი იყო და უნდა აღინიშნოს, რომ ამავე ნიშნულზე დაიხურა ვაჭრობაც. უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში მონეროს კურსი ძალიან არასტაბილური იყო და ანალიტიკოსები დადებით პროგნოზებს ვერ აკეთებდნენ….