ანალიტიკოსები რიპლის კურსის გაზრდას პროგნოზირებენ

0
2394

რიპლის კურსი 18 სექტემბერს მკვეთრად გაიზარდა და დღევანდელი მონაცემებით ფასი 0.32 დოლარს აღწევს. თუკი რიპლიმ კურსის მატება განაგრძო მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტის ფასმა 0.37 დოლარის ნიშნულს მიაღწიოს.

გუშინ, რიპლიზე ვაჭრობა 0.32 დოლარზე გაიხსნა და დაიხურა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 0.33 დოლარი იყო, ხოლო ყველაზე დაბალი ნიშნული 0.31 დოლარი.

ანალიტიკოსები ნეგატიურ პროგნოზს რიპლისთან დაკავშირებით არ აკეთებენ. მიუხედავად ამისა, ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის მკვეთრ მატებას დაელოდონ და შემდეგ განახორციელონ ვაჭრობა.

რაც შეეხება ლაიტკოინს: ლაიტკოინის კურსის მერყეობა 8 აგვისტოს დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასები 49-დან 69 დოლარამდე მერყეობდა.

19 სექტემბერს ლაიტკოინზე ვაჭრობა 54 დოლარზე გაიხსნა და დაიხურა. 54 დოლარის ნიშნული იყო ასევე დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ხოლო, 52 დოლარი-ყველაზე დაბალი მაჩვენებელი.

ლაიტკოინის კურსის კლების ტენდენცია იქნება, როდესაც კრიპტოვალუტის ფასი 47 დოლარზე ქვემოთ დაეშვება და 40-სა და 44 დოლარს შორის იმოძრავებს.

თუმცა, კურსის ზრდის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ლაიტკოინის ფასი 69 დოლარის ნიშნულს ასცდეს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის გამყარებას დაელოდონ და ისე განახორციელონ ვაჭრობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი