ბიტკოინ Cash-ი ფასის ზრდის ტენდენციას აჩვენებს

0
1706

დღევანდელი მონაცემების მიხედვით, შეიმჩნევა, რომ სხვა კრიპტოვალუტების მსგავსად ბიტკოინ Cash-მაც ფასის ზრდა დაიწყო. 21 სექტემბრის მონაცემებით, კრიპტოვალუტის ღირებულება 487 დოლარს შეადგეს.

თუმცა, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კრიპტოვალუტის კურსი ჯერ ისევ მერყევია. 11 სექტემბერს ციფრული ვალუტის ღირებულება საკმაოდ შემცირდა და 408 დოლარის შეადგინა.

იმ შემთხვევაში, თუ ეს მაჩვენებელი განმეორდა მოსალოდნელია, რომ ბიტკოინ Cash-მა 280-დან 300 დოლარის ფარგლებში იმოძრაოს.

თუმცა, ფასის ბოლო კორექტირების მიხედვით, ანალიტიკოსები უფრო მეტად პოზიტიურ პროგნოზს აკეთებენ და ბიტკოინ Cash-ის ფასის მატებას ვარაუდობენ. მიუხედავად ამისა, ტრეიდერებს ურჩევენ, რომ რამდენიმე დღე კრიპტოვალუტის კურსის მოძრაობას დააკვირდნენ და შემდეგ განახორციელონ ვაჭრობა.

CoinMarketCap-ის ჩამონათვალში რიგით მესამე კრიპტოვალუტა რიპლის კურსი მთელი 15.3%-ით არის გაუმჯობესებული. უნდა აღინიშნოს, რომ რიპლის კურსის ზრდა 18 სექტემბერს დაიწყო და რამდენიმე დღის შემდეგ 0.46 დოლარის ნიშნულს მიაღწია.

ანალიტიკოსები რიპლის ფასის ზრდას უკავშირებენ რიპლით ინსიტუციონალური ინვესტორების დაინტერესებას. გუშინ, ათმა ამერიკულმა ბანკმა განაცხადა, რომ RippleNet-ს გამოიყენებს, რათა მომხმარებლებისთვის საერთაშორისო სწრაფი გადარიცხვები უზრუნველყოს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი