Market

    პაკისტანის პრეზიდენტი Blockchain ტექნოლოგიის მიმართულებით მეტი ტრენინგის ჩატარებას ითხოვს

    არიფ ალვიმ, რომელიც ამჟამად პაკისტანის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს, განვითარებად ტექნოლოგიებში დამატებითი ტრენინგების ჩატარება მოითხოვა. Blockchain ტექნოლოგიის ექსპერტებთან შეხვედრისას მან განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის, კიბერუსაფრთხოების სფეროსა და Blockchain-ის განვითარებას გეგმავს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პაკისტანის ფონდი მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მზად უნდა იყოს, რაც საჯარო და კერძო სექტორებში Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებას გულისხმობს. პაკისტანის პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული…

    Read More

      ინდოეთში დაფუძნებული ბირჟა ბიტკოინის ფიუჩერსებით ვაჭრობას გეგმავს

      ინდოეთში კრიპტოვალუტის რეგულირების შესახებ არსებული გაურკვევლობის მიუხედავად, ადგილობრივი ფინანსური კომპანიები ახალი საწარმოების შექმნას მხარს მაინც უჭერენ. ეს საწარმოები მიზნად ისახავს ბიტკოინის საბირჟო ვაჭრობის ფონდების (ETF) შექმნას. Torus Kling Blockchain-ი არის კომპანია, რომელსაც Reliance Capital-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, სემ გოში და Kling Trading India უჭერს მხარს. ისინი ინდოეთში ბიტკოინისა და ეთერიუმის ETF-ების გასაშვებად ემზადებიან. კომპანიამ ხელი…

      Read More

        ბრაზილიის მერი ბიტკოინში ქალაქის რეზერვების 1%-ის ინვესტირებას აპირებს

        ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროს მერს, ედუარდო პაესს სურს, რომ ქალაქის ხაზინიდან 1% ბიტკოინში დასაბანდებლად გამოიყენოს. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო O Globo-ს ცნობით, რიოს ინოვაციის კვირეულზე მერმა პაესმა „კრიპტო რიოს“ გეგმის შესახებ განაცხადა, რაც ქალაქის კრიპტოვალუტის ცენტრად გადაქცევას გულისხმობს. მიმდინარე კვირეულზე პაესმა მაიამის მერთან, ფრენსის სუარესთან ისაუბრა, რომლისგანაც რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია მიიღო. აღსანიშნავია, რომ მაიმის მერი კუთვნილ ხელფასს…

        Read More

          Chainalysis-ი: ჩრდილოეთ კორეელმა ჰაკერებმა 400 მილიონი დოლარის ეთერიუმი მოიპარეს

          Chainalysis-ის კვლევის თანახმად, ჩრდილოეთ კორეელმა ჰაკერებმა 2021 წელს 400 მილიონი დოლარის კრიპტოვალუტა მოიპარეს. Chainalysis-ის ახალი მონაცემების მიხედვით, ჩრდილოეთ კორეელმა კრიპტო ჰაკერებმა გასულ წელს კიბერთავდასხმების მეშვეობით თითქმის 400 მილიონი დოლარის ეთერიუმის მითვისება მოახერხეს. ანალიტიკური კომპანიის მოხსენების მიხედვით, ჩრდილო კორეიდან კრიპტო სექტორში ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკაც შეიცვალა. მაგალითად, თუ 2017 წელს კრიპტო დააშაულის 100% ბიტკოინზე მოდიოდა, გასული წლის…

          Read More

            ურუგვაის ერთ-ერთ ქალაქში ბიტკოინის ბანკომატი დამონტაჟდა

            ურუგვაიში ბიტკოინის ბანკომატი დააინსტალირეს, რითიც ქვეყანა სამხრეთ ამერიკის რიგით მე-11 ქვეყანა გახდა, სადაც ბიტკოინის მიღების წახალისება საჯაროდ მოხდება. სანამ ურუგვაი სიას დაემატებოდა, სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე 79 ერთეული ბანკომატი იყო განთავსებული. ეს კი გლობალურად ბიტკოინის ბანკომატების 0.2%-ს წარმოადგენს. Ámbito-ს თქმით, ურუგვაის პირველი კრიპტო ბანკომატი ზღვისპირა ქალაქ პუნტა დელ ესტეში დამონტაჟდა, რომელიც ტურისტულად ყველაზე აქტიურ ზონას წარმოადგენს….

            Read More