ინდოეთში კრიპტოვალუტის რეგულირების შესახებ არსებული გაურკვევლობის მიუხედავად, ადგილობრივი ფინანსური კომპანიები ახალი საწარმოების შექმნას მხარს მაინც უჭერენ.
ეს საწარმოები მიზნად ისახავს ბიტკოინის საბირჟო ვაჭრობის ფონდების (ETF) შექმნას.
Torus Kling Blockchain-ი არის კომპანია, რომელსაც Reliance Capital-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, სემ გოში და Kling Trading India უჭერს მხარს. ისინი ინდოეთში ბიტკოინისა და ეთერიუმის ETF-ების გასაშვებად ემზადებიან.
კომპანიამ ხელი მოაწერა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს ინდოეთის მთავარ საფონდო და საერთაშორისო ბირჟასთან, რათა კრიპტო ETF-თი ვაჭრობა დაიწყონ.
მოხსენების თანახმად, Torus Kling Blockchain-ი ETF-ების საერთაშორისო ფინანსურ ქალაქში (GIFT City) ჩართვას გეგმავს. ამ ეტაპზე პროექტის ხანგრძლივობა დაზუსტებული არაა.
როგორც ცნობილია, ETF-ები ინდოეთის საერთაშორისო ფინანსური სერვისების ორგანოსა (IFSCA) და სხვა მარეგულირებლებს დაექვემდებარება.
„ჩვენ დავიწყებთ ახალი პროდუქტების შექმნას მას შემდეგ, რაც ყველა საჭირო ნებართვას მივიღებთ”,- განაცხადა India INX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვენკატარამანი ბალასუბრამანიამმა.