ურუგვაის ერთ-ერთ ქალაქში ბიტკოინის ბანკომატი დამონტაჟდა

0
591

ურუგვაიში ბიტკოინის ბანკომატი დააინსტალირეს, რითიც ქვეყანა სამხრეთ ამერიკის რიგით მე-11 ქვეყანა გახდა, სადაც ბიტკოინის მიღების წახალისება საჯაროდ მოხდება.

სანამ ურუგვაი სიას დაემატებოდა, სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე 79 ერთეული ბანკომატი იყო განთავსებული. ეს კი გლობალურად ბიტკოინის ბანკომატების 0.2%-ს წარმოადგენს.

Ámbito-ს თქმით, ურუგვაის პირველი კრიპტო ბანკომატი ზღვისპირა ქალაქ პუნტა დელ ესტეში დამონტაჟდა, რომელიც ტურისტულად ყველაზე აქტიურ ზონას წარმოადგენს.

ამ საქმეში მთავრობას პარტნიორობა ორმა კერძო კრიპტო კომპანიამ გაუწია. ესენია: URUBit-ი და inBierto.

ამჟამად, ბანკომატები ხუთ კრიპტოვალუტას უჭერენ მხარს: კერძოდ, ბიტკოინს, Binance Coin-ს, Binance USD-ს, Ferret Token-სა და Urubit-ს. FRT-ი და URUB-ი შიდა მიმოქცევის კრიპტოვალუტებად დარჩებიან, რომელსაც მართავს და ავრცელებს URUBit-ი და inBierto.

InBierto-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ადოლფო ვარელამ დაადასტურა, რომ ინიციატივა 100%-ით დაფინანსდა ურუგვაის მთავრობის მიერ.

inBierto კრიპტო საინვესტიციო პლატფორმაა, რომელიც ასევე ურუგვაის Fintech-ის გაერთიანების წევრია. URUBit-ი კი დეცენტრალიზებული პლატფორმაა, რომელიც Binance Smart Chain-ის დახმარებით შეიქმნა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი