ინდოეთის ბანკმა საკრედიტო ბარათით კრიპტოვალუტის ყიდვა აკრძალა
ინდოეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა კერძო ბანკმა, HDFC-მ კლიენტებს აცნობა, რომ სადებეტო და საკრედიტო ბარათების გამოყენება კრიპტოვალუტის შესაძენად იკრძალება. კლიენტებთან გაგზავნილ წერილში ბანკმა განმარტა, რომ ზომები კლიენტთა დაცვის მიზნით მიიღეს. წერილში ნათქვამია: “მომხმარებელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ დავუშვათ HDFC ბანკის კრედიტის, სადებეტო და საავანსო ბარათების გამოყენება ბიტკოინისა და ზოგადად კრიპტოვალუტისა ყიდვა-გაყიდვისთვის”. წერილში ასევე აღინიშნა, რომ…