ბერმუდის კუნძულებზე Binance Group საგანმანათლებო ტრენინგებისთვის თანხას გამოჰყოფს
ბერმუდის კუნძულების ფინანსთა მინისტრმა, დევიდ ბარტმა Binance Group-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს fintech და Blockchain სტარტაპების დაფინანსებას. ამასთანავე, ბარტის თქმით, Binance Group-თან თანამშრომლობა ბერმუდის კუნძულებზე დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის. გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, Binance Group 15 მილიონ დოლარს დახარჯავს, რათა ტრენინგებისა და შემეცნებითი ლექციებით ბერმუდის მოქალაქეებში აამაღლოს ცნობიერება თანამედროვე საფინანსო ტექნოლოგიების შესახებ….