ბიტკოინი ვიკიპედიის გასული წლის 9 ყველაზე პოპულარულ სტატიას შორის მოხვდა

0
5942

როგორც აღმოჩნდა გასულ წელს ბევრი ადამიანი დაინტერესდა კრიპტოვალუტებით, განსაკუთრებით კი, ბიტკოინით. Google Trends-ის მონაცემებით, ბიტკოინი იყო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიტყვა, რომელსაც მომხმარებელი 2017 წელს ეძებდა.

კიდევ ერთი ადგილი, სადაც ბიტკოინს ხშირად ეძებდნენ იყო ვიკიპედია. ვიკიპედიამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა “ყოველწლიური ტოპ 50-ის ანაგრიში”, რომელიც 2017 წლის განმავლობაში ყველაზე პოპულარული სტატიების ჩამონათვალს შეიცავს.

ვიკიპედიის მონაცემებით, ბიტკოინის შესახებ სტატია გასულ წელს 9 ყველაზე პოპულარულ სტატიას შორის მოხვდა. ბიტკოინზე სტატია მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებისა და Netflix-ის დრამატული სერიალის (“13 მიზეზი თუ რატომ”) შესახებ სტატიებს ჩამოუვარდებოდა.

ბიტკოინზე სტატია დონალდ ტრამპის, სერიალ “სამეფო კარის თამაშების” და დედოფალი ელისაბედ II-ის შესახებ დაწერილ სტატიებს შორის არის.

ვიკიპედიის მონაცემების თანახმად, შარშან ბიტკოინის შესახებ სტატიას 15 მილიონზე მეტი ადამიანი გაეცნო. თავის ყოველწლიური ანგარიში ვიკიპედიის მთავარმა რედაქტორმა ასეთი შესავლით დაიწყო:

“ჩვენი ძვირფასი მკითხველებისთვის, რომლებისთვისაც ცოტა გაუგებრად ჩანს ეს სიახლე: ბიტკოინი ისეთივე კარგია, როგორც ოქრო, ტიტებზე უფრო მეტად არის “ბუშტი”, მოსაპოვებლად არის რთული და არის ტყვიაზე მეტად უფრო სწრაფი”,- აღნიშნავს ვიკიპედიის რედაქტორი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი