ევროპის 3 ქვეყანაში Samsung-ის პროდუქციის შეძენა კრიპტოვალუტით იქნება შესაძლებელი

0
2337

კომპანია Samsung-ი პროდუქციის შესაძენა ლიეტუვას, ლატვიის და ესტონეთის მოქალაქეებს ამიერიდან კრიპტოვალუტის გამოყენებით შეეძლებათ.

ამის შესახებ კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საუბარი მიმდინარეობს გადახდის საშუალებებად ისეთი კრიპტოვალუტის გამოყენებაზე, როგორიც არის ბიტკოინი, ეთერიუმი, დეში, ლაიტკოინი, NEM-ი და Steem-ი.

“ციფრულ ეკონომიკაზე გადასვლის ტენდენცია სულ უფრო და უფრო ძლიერდება, განსაკუთრებით კი ეს ბიზნეს სექტორზე აისახება. ჩვენი შეთავაზება არის კარგი საშუალება კლიენტებისთვისაც შეიძინონ პროდუქცია როგორც ფიზიკურად, ასევე ონლაინ სივრცეში და მომსახურების სანაცვლოდ, ციფრული ვალუტით გადაიხადონ”,- აღნიშნულია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კომპანიის წარმომადგენლები იმასაც ამბობენ, რომ სამომავლოდ Samsung-ის მაღაზიათა ქსელში ციფრული ვალუტით გადახდა სტანდარტული პროცედურა იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, ბალტიისპირეთის ქვეყნების Samsung-ის მაღაზიათა ქსელები აღნიშნულ წინადადებას მხარს უჭერენ.

ამასთანავე, როგორც ცნობილია, ლიეტვუას დედაქალაქ ვილნიუსში Samsung-ის სამი მაღაზია ფუნქციონირებს, ხოლო ლატვიის დედაქალაქ რიგასა და ესტონეთის დედაქალაქ ტალინში თითო სავაჭრო ობიექტითაა Samsung-ი წარმოდგენილი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი