21 ნოემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

    ოთხშაბათი, 21 ნოემბერი კრიპტოვალუტების კურსისთვის შედარებით იღბლიანი დღე აღმოჩნდა. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ციფრული ვალუტების ფასები საგრძნობლად დავარდა, კურსის ოდნავი მატებაც კი პოზიტივის ნიშანია. ბიტკოინის კურსმა 20 ნოემბერს დღის განმავლობაში 15%-ზე მეტი დაკარგა, თუმცა გუშინ მოახერხა და ფასი ოდნავ გააუმჯობესა. 21 ნოემბერს დღის მანძილზე ბიტკოინის ფასმა 3.12%-ით მოიმატა. დღის ბოლოს კი ბიტკოინის კურსმა…

    Read More

      ტოკიოს უნივერსიტეტში Blockchain-ის შემსწავლელი კურსი გახსნეს

      ტოკიოს უნივერსიტეტმა Blockchain ტექნოლოგიის შემსწავლელი კურსი გახსნა. კურსის გახსნას რამდენიმე კომპანია აფინანსებს. მათ შორის არის იაპონიის საბანკო გიგანტი Sumitomo Mitsui და Ethereum Foundation-ი. უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში კიდევ ხუთი კომპანია არის დასახელებული. გარდა Sumitomo Mitsui და Ethereum Foundation-ისა, პროექტს აფინანსებენ: Good Luck 3, JSS-ი, Zipper-ი, Hotto Link-ი და Money Forward-ი. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ საბანკო ჯგუფმა…

      Read More

        იაპონიის გადაზიდვის კომპანია საკუთარ კრიპტოვალუტას გამოუშვებს

        იაპონიის გადაზიდვის სერვისის მიმწოდებელი კომპანია, Nippon Yusen-ი იტყობინება, რომ საკუთარი ციფრული ვალუტის გამოშვებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. 1885 წელს დაფუძნებული კომპანია არის იაპონიის უდიდესი გადაზიდვის სერვისის მიმწოდებელი ფირმა. 2018 წელს, 1 აპრილიდან 30 სექტემბრამდე, Nippon Yusen-ის შემოსავალი 915.6 მილიარდ იენს შეადგენდა. ეს თანხა ამერიკული დოლარის 8.1 მილიარდის ექვივალენტია. უნდა აღინიშნოს, რომ Nippon Yusen-ის…

        Read More

          ბარტ სმიტი: ყველა დიდ იდეას ახასიათებს არასტაბილურობა

          ბარტ სმიტმა, რომელიც არის აშშ-ს გლობალური სავაჭრო და ტექნოლოგიური ფირმის Susquehanna-ს ციფრული აქტივის ხელმძღვანელი, განაცხადა, რომ ბიტკოინის კურსის შემცირების პროცესი დროში გაიწელება. CNBC-სთან საუბრისას, სმიტმა გაიხსენა, რომ 2017 წლის ოქტომბერში ბიტკოინის კურსი საგრძნობლად იყო შემცირებული. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბიტკოინი- ეს “ხანგრძლივი თამაშია” და ყველა დიდ იდეას ახასიათებს არასტაბილურობა. სმიტმა ინტერვიუს დროს ასევე ისაუბრა იმის…

          Read More

            20 ნოემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

            ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის ინდუსტრია პანიკამ მოიცვა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ კრიპტოვალუტის ბაზარი ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მცირდება. 20 ნოემბერს, სამშაბთს ბიტკოინის კურსი უკიდურესად შემცირდა. კრიპტოვალუტამ 24 საათის მანძილზე 17% დაკარგა. კრიპტოვალუტის ფასი 4.400-დან 4.500 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. გუშინ ბიტკოინის კაპიტალიზაცია წინა დღესთან შედარებით 7 მილიარდით შემცირდა და საბოლოდ 77 მილიარდი…

            Read More