აშშ ენერგეტიკის სფეროში Blockchain-ის დანერგვის საკითხს იკვლევს
ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ 4.8 მილიონი დოლარის დაფინანსებას ტექნოლოგიების კვლევას დაუთმობს. ტექნოლოგიების კვლევაში კი განსაკუთრებული ადგილი Blockchain-ს უჭირავს. დაფინანსებისათვის განკუთვნილი პროექტები მოიცავს განვითარებადი ტექნოლოგიების კვლევას, როგორიცაა Blockchain-ი და დეცენტრალიზებული, peer-to-peer [P2P] ინტერნეტ პროტოკოლები. შემუშავებული სისტემები გამოყენებული იქნება ენერგეტიკის სფეროში, რათა უსაფრთხოებისა და მონაცემთა დაცულობის ხარისხი გაიზარდოს. უნდა აღინიშნოს, რომ დაფინანსება მხოლოდ 12-მა…
