9 იანვარს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1727

ოთხშაბათს, 9 იანვარს კრიპტო ბაზრები ე.წ. შერეულ სიგნალებს იღებდა. ფიქსირდებოდა, როგორც ფასის ზრდის ისე კლების ტენდენციები.

ბიტკოინი 4.000 დოლარის ნიშნულს კვლავ ინარჩუნებდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი 1.4%-ით შემცირდა.

6 იანვარს ბიტკოინის კურსი 4.093 დოლარზე დაფიქსირდა. 8 იანვარს კი ბიტკოინის ფასის ნიშნულმა 4.109 დოლარს მიაღწია. კვირის განმავლობაში ბიტკოინის კურსმა 7.9%-ით მოიმატა, ხოლო თვის განმავლობაში კურსის ზრდა 12.6%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ეთერიუმს: ეთერიუმის კურსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 0.22%-ით შემცირდა. ალტკოინის კურსმა კი 151 დოლარი შეადგინა.

5 იანვარს ეთერიუმის ღირებულება 160 დოლარს შეადგენდა და ეს იყო ბოლო პერიოდში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.

კვირის განმავლობაში ეთერიუმის ფასი 13.3%-ით არის გაზრდილი, ხოლო თვის განმავლობაში ალტკოინის კურსის ზრდა საკმაოდ შთამბეჭდავია და ის 59%-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 9 იანვარს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 136.79 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი