ალტკოინების კურსი სტაბილურობას ინარჩუნებს

    ბოლო ორი დღეა კრიპტოვალუტების ფასი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. თუმცა 24 საათის განმავლობაში Stellar-ის ფასმა 0.30%-ით დაიკლო. გუშინ Stellar-ზე ვაჭრობა 0.102370 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 0.102665 დოლარს შეადგენდა, ხოლო ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 0.101222 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ვაჭრობა კი 0.102210 დოლარზე დაიხურა. იმ შემთხვევაში, თუ Stellar-ის კურსი შემცირდება მოსალოდნელია, რომ…

    Read More

      იტალია Blockchain-ის რეგულაციაზე მუშაობს

      იტალიის სენატის კომიტეტმა Blockchain ინდუსტრიის რეგულირების შესახებ კანონპროექტში შესწორება შეიტანა. ცვლილება საკონსტიტუციო საქმეთა და საზოგადოებრივი სამუშაოების სენატის კომიტეტებმა დაამტკიცეს. აღსანიშნავია, რომ გუშინ, 23 იანვარს, იტალიის მთავრობამ Blockchain სივრცეში პირველი მარეგულირებელი ნაბიჯი გადადგა. შესწორება ითვალისწინებს გარკვეულ საბაზისო პირობებს ლეჯერ ტექნოლოგიების შესახებ. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ Blockchain-ის ციფრული მონაცემების ჩანაწერი ხელს შეუწყობს რეგისტრაციის დროს დოკუმენტაციის იურიდიულ დადასტურებას….

      Read More

        ბიტკოინ Cash-ის კურსი შესაძლოა, 141 დოლარამდე გაიზარდოს

        გუშინ ალტკოინების ბაზარი სხვა დღეებთან შედარებით სტაბილურად გამოიყურებოდა. შეიძლება ითქვას, რომ დღის განმავლობაში ფასების მკვეთრი ცვლილება არ დაფიქსირებულა. 23 იანვარს ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა 128 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული კი 134 დოლარს შეადგენდა. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 127 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა კი 132 დოლარზე დაიხურა. იმ…

        Read More

          24 იანვარს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

          ხუთშაბათს, 24 იანვარს კრიპტოვალუტის ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებდა. მიუხედავად ამისა, დღის განმავლობაში დაფიქსირდა როგორც ფასის მატების ისე, შემცირების მაჩვენებლები. თუმცა ბაზარს დღის მანძილზე მკვეთრი ცვლილება არ განუცდია. ბიტკოინის კურსი 3.600 დოლარზე ზემოთ იმყოფება. აღსანიშნავია, რომ 3.600 დოლარის ნიშნული არის ერთგვარი ზღვარი. ზრდის ტენდენცია სწორედ მაშინ დაფიქსირდება, როდესაც ბიტკოინის ფასი ამ ნიშნულს მკვეთრად ასცდება. მაგალითად, 23 იანვარს…

          Read More

            ნიუ-ჰემფშირის შტატი კრიპტოვალუტით გადახდის მეთოდის ოფიციალურად აღიარებაზე მუშაობს

            ნიუ-ჰემფშირის შტატის კანონმდებლები ბიტკოინთან დაკავშირებულ კანონპროექტს განიხილავენ. საკანონმდებლო ორგანოში საჯარო მოსმენა გუშინ გაიმართა. რესპუბლიკელების დენის ექშენისა და მაიკლ იაკუბოვიჩის ინიციატივა ბიტკოინის გადახდის მეთოდად აღიარებას ეხება. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი იდეა პირველად 2015 წელს გაჟღერდა. “კანონპროექტი ფინანსთა სამინისტროსკენ არის მიმართული. საქმე ეხება საკითხს, რათა კრიპტოვალუტით ნებადართული იყოს გადასახადების გადახდა. კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღიად კი უნდა…

            Read More