ნიუ-ჰემფშირის შტატი კრიპტოვალუტით გადახდის მეთოდის ოფიციალურად აღიარებაზე მუშაობს

0
1438

ნიუ-ჰემფშირის შტატის კანონმდებლები ბიტკოინთან დაკავშირებულ კანონპროექტს განიხილავენ. საკანონმდებლო ორგანოში საჯარო მოსმენა გუშინ გაიმართა.

რესპუბლიკელების დენის ექშენისა და მაიკლ იაკუბოვიჩის ინიციატივა ბიტკოინის გადახდის მეთოდად აღიარებას ეხება. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი იდეა პირველად 2015 წელს გაჟღერდა.

“კანონპროექტი ფინანსთა სამინისტროსკენ არის მიმართული. საქმე ეხება საკითხს, რათა კრიპტოვალუტით ნებადართული იყოს გადასახადების გადახდა. კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღიად კი უნდა გამოცხადდეს 2020 წლის პირველი ივლისი”,- ნათქვამია განცხადებაში.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ გაწერილ გეგმაში გათვალისწინებულია ბუღალტრული აღრიცხვა, შეფასება და მენეჯმენტის საკითხები.

შემუშავებული გეგმა კი სავალდებულია გუბერნატორსა და სენატს წარედგინოს. წარდგენის თარღად კი 2019 წლის პირველი ნოემბერი არის დასახელებული.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს აშშ-ს სენატში კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის შესახებ მსჯელობა აქტუალური გახდა.

ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ვაიომინგის შტატმა კრიპტოვალუტის კლასიფიცირების საკითხზე კანონპროექტი შეიმუშავა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი