უინკლევოსები: Facebook-ის კრიპტო პროექტი ინდუსტრიაზე დადებითად იმოქმედებს

    ტეილორ და კემერონ უინკლევოსები აცხადებენ, რომ Facebook-ის “საიდუმლო კრიპტო პროექტი” მხოლოდ დადებითად წაადგება ინდუსტრიას. ამის შესახებ უინკლევოსებმა The Telegraph-თან ინტერვიუში აღნიშნეს. ტყუპების თქმით, ისინი საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ კრიპტოვალუტას, როგორც ინოვაციას უფრო მნიშვნელოვანი და გაცილებით დიდი განვითარება ექნება, ვიდრე ეს სოციალური ქსელების პლატფორმებს აქვთ. კემერონი აღნიშნავს, რომ კრიპტოვალუტის გამოყენება, როგორც ღირებულების გადაცემისა და ბაზრების რესურსების მოზიდვის…

    Read More

      ისრაელის სასამართლომ განაჩენი მაინინგის კომპანიის სასარგებლოდ გამოიტანა

      ისრაელის სასამართლომ ბიტკოინის მაინინგის კომპანიის სასარგებლოდ გამოიტანა განაჩენი. გასულ წელს ადგილობრივმა ბანკმა კრიპტოვალუტის მაინინგის კომპანია ფულის გათეთრებაში დაადანაშაულა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. “ისრაელის გაერთიანებულმა ბანკმა” 2018 წლის მაისში სასამართლოში იჩივლა ფულადი სახსრების მოძრაობის პრობლემის შექმნის შესახებ. ასევე ბანკმა მაინინგის კომპანიას ანგარიშები დაუბლოკა. უნდა აღინიშნოს, რომ ბანკის მხრიდან ეს ცოტა მოულოდნელი გადაწყვეტილება აღმოჩნდა, რადგან…

      Read More

        18 მარტს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

        ორშაბათს, 18 მარტს ციფრული ვალუტების ბაზარი უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც შემცირდა. ბიტკოინი მეტ-ნაკლებად ინარჩუნებდა 4.000 დოლარის ნიშნულს. დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასის ნიშნული 4.024-სა და 3.990 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. გასულ კვირას საკონსულტაციო კომპანია Fundstrat Global-ის თანადამფუძნებელმა ტომ ლიმ აღნიშნა, რომ ბიტკოინის ფასი ზაფხულში, უფრო კონკრეტულად კი აგვისტოს თვეში დაიწყებს ზრდას. რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინი კვლავ ინარჩუნებს თავის…

        Read More

          ყატარის უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია Blockchain ტექნოლოგიას გამოიყენებს

          ყატარის ბაზარზე მოქმედმა უმსხვილესმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ, Ooredoo Group-მა Blockchain ტექნოლოგიის გამოყენება დაიწყო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია საშუალება The Peninsular Qatar-ი იუწყება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია უკვე თანამშრომლობს კერძო, საჯარო და აკადემიურ სივრცეებთან, რათა Blockchain სისტემის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი შეიმუშავოს. Ooredoo Group-ის აღმასრულებელი დირექტორი შეიხ საუდ ბინ ნაზერ ალ თანი აცხადებს: “Blockchain-ი ხელს შეუწყობს ახალი ციფრული…

          Read More

            კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

            კვირის განმავლობაში კრიპტოვალუტების ფასები სტაბილურად გამოიყურებოდა. თუმცა შაბათ-კვირას აშკარად დაფიქსირდა კურსის ზრდის ტენდენციები. ბიტკოინი ბიტკოინი 4.000 დოლარის მიღწევის შემდეგ ცდილობს ამ ნიშნულს ასცდეს. ანალიტიკოსები ელოდებიან, რომ კრიპტოვალუტის ფასი 4.255 დოლარს მიაღწევს. თუკი კრიპტოვალუტა ამ ნიშნულსაც გადალახავს მოსალოდნელი დონე 5.273 დოლარია. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინის ფასი 4.000 დოლარის ქვემოთ ჩამოვა მოსალოდნელი დონე 3.355 დოლარი იქნება….

            Read More