Bitpanda-მ მარეგულირებლისგან ლიცენზია მიიღო
ავსტრიაში დაფუძნებულმა კრიპტო კომპანიამ Bitpanda-მ გადახდის მომსახურების მიმწოდებელის ლიცენზია ქვეყნის ფინანსური მარეგულირებლისგან მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ავსტრიის საფინანსო ბაზრის ორგანოს, ქვეყნის მარეგულირებლის მიერ Bitpanda-ს ლიცენზია გადაეცა ევროკავშირის საგადასახადო მომსახურების მეორე დირექტივის შესაბამისად. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წლის იანვრიდან აღნიშნულ დირექტივაში, საგადასახადო მომსახურების მიმწოდებლების ლიცენზიის შესახებ, წესები შეიცვალა….
