მაიკლ ნოვოგრაცი უპირატესობას ბიტკოინს ანიჭებს

    Galaxy Digital-ის დირექტორმა მაიკლ ნოვოგრაციმ განაცხადა, რომ Telegram-ის ციფრული ვალუტის არსებობის საჭიროება არ დგას. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. მაიკლ ნოვაგრაცი უპირატესობას კვლავ ბიტკოინს ანიჭებს. მედიით არაერთხელ გავრცელდა მაიკლ ნოვოგრაცის მიერ გაკეთებული პროგნოზი ბიტკოინის ფასთან დაკავშირებით. ”ბიტკოინის კურსი მომდევნო თვეების განმავლობაში არამდგრადი იქნება, მაგრამ მიმაჩნია, რომ 2020 იქნება და უნდა იყოს კიდეც ბიტკოინის წელი”. რამდენიმე…

    Read More

      გამოკითხულთა 66% ფიქრობს, რომ კრიპტოვალუტა მომდევნო 10 წელი კიდევ იარსებებს

      BitFLyer–ის მიერ ჩატარებული ახალი გამოკითხვის თანახმად, ევროპელთა რიცხვი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კრიპტოვალუტა მომდევნო 10 წლის განმავლობაში იარსებებს 66%-ს შეადგენს. შარშანდელი მონაცემების მიხედვით, ასეთი ადამიანების პროცენტული მაჩვენებელი 63% იყო. BitFLyer-ი ყოველ წელს ატარებს კვლევას, რომელიც ციფრული ვალუტის სანდოობას ეხება. ახალი კვლევის თანახმად, კრიპტოვალუტის ინდუსტრიის მიმართ ევროპელების ნდობა იმატებს. ამასთანავე, ევროპაში ადამიანები უფრო ოპტიმიზმით უყურებენ Blockchain პროექტებს….

      Read More

        იტალიის ერთ-ერთი ქალაქი ციფრულ ვალუტას გამოუშვებს

        იტალიური მედია ინფორმაციას ავრცელებს, რომ სამხრეთ იტალიის პატარა ქალაქმა, კასტელინო დელ ბიფერნომ საკუთარი ციფრული ვალუტის გამოშვება დაიწყო. კრიპტოვალუტას Ducati ეწოდება. როგორც მედია წერს, ციფრული ვალუტის გამოშვება კოროვირუსული პანდემიის დროს ადგილობრივი ეკონომიკის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ”ციფრული ვალუტის დახმარებით ჩვენ გადავწყვიტეთ ხარჯების შემცირება, რათა ადგილობრივმა ეკონომიკამ არსებულ ვითარებას გაუძლოს”,-განაცხადა ქალაქის მერმა. ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, Ducati სასურსათო…

        Read More

          Binance-ის აღმასრულებელი დირექტორი: კრიპტო დონაცია ციფრული ვალუტის სექტორზე დადებითად აისახება

          Blockchain-ის ვირტუალურ კონფერენციაზე Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჩენგპენგ ზაომ განაცხადა, რომ ბანკის მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტები და საქველმოქმედო კრიპტო პროექტები კრიპტოვალუტის ადაპტაციას ახდენენ. ”თუკი აპირებთ, რომ ციფრული ვალუტით გარკვეული დონაცია განახორციელოთ, თქვენ რეგისტრირდებით, ხსნით ციფრულ საფულეს და იწყებთ თანხის გადარიცხვას. ბევრი ადამიანისთვის ეს კრიპტოვალუტასთან შეხების პირველი შემთხვევაა, რაც თავისთავად ძალიან პოზიტიურია”,- განაცხადა Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. მედიის…

          Read More

            ბიტკოინის კურსი მკვეთრად გაუმჯობესდა

            ოთხშაბათს, 29 აპრილს ციფრული ვალუტის ბაზარი გაუმჯობესდა. დღის განმავლობაში თითქმის ყველა კრიპტოვალუტის კურსმა მოიმატა. ბოლო ორი დღეა ბიტკოინის ფასი ზრდას განაგრძობს. ამ ეტაპზე კრიპტოვალუტის კურსი 7,960-სა და 8.000 დოლარის ფარგლებში მერყეობს. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის კურსის ნიშნული 2.71%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსების პოზიტიური პროგნოზის გამართლების შემთხვევაში ბიტკოინის სამიზნე ნიშნული 8.000 დოლარია. თუკი კრიპტოვალუტა…

            Read More