ბაჰამის კუნძულების ცენტრალური ბანკი Mastercard-თან თანამშრომლობას იწყებს
ბაჰამის კუნძულების ცენტრალური ბანკი გლობალური გადახდის გიგანტ Mastercard-თან პარტნიორობას იწყებს. აღნიშნული თანამშრომლობის მიზანი ადგილობრივი ციფრული გადახდის სტარტაპ Island Pay-ს მხარდაჭერაა, რათა მან დაიწყოს ცენტრალური ბანკის Sand Dollar-ისთვის ციფრული ბარათების წარმოება. განცხადების თანახმად, ბარათი მუშაობს ახალი პროგრამით Mastercard-ისა და Island Pay-ს ხელმძღვანელობით. ბარათი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ციფრული ვალუტა გადააკონვერტირონ ტრადიციულ ბაჰამურ დოლარად და გადაიხადონ ვაჭრობასა და…
