სამხრეთ კორეამ კრიპტოვალუტის ბირჟების მონიტორინგი დაიწყო

    სამხრეთ კორეაში ბანკებისა და კრიპტო ბირჟებისთვის მარეგულირებლის ახალი წესები ამოქმედდა. ქვეყნის ფინანსური მომსახურების კომისიის მიერ გამოცხადებული ახალი რეგულაციები ქვეყანაში კრიპტოვალუტის 60–მდე არაავტორიზირებულ ბირჟაზე, სავარაუდოდ, გავლენას მოახდენს. ბანკების ახალი პოლიტიკის თანახმად, ნებისმიერი კლიენტი, რომელსაც ციფრულ ვალუტასთან კავშირი ექნება, როგორც „მაღალი რისკის მქონე“, ისე უნდა შეფასდეს. Korea Times-ის თანახმად, ახალი წესები კრიპტოვალუტის ბირჟების გაძლიერებას, ოპერაციების მონიტორინგსა და…

    Read More

      კრიპტოვალუტის ბაზარი ზრდას განაგრძობს

      ბოლო ორი დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის ბაზარმა ზრდის ტენდენცია დააფიქსირა. ბაზრის ზრდა, რასაკვირველია, ბიტკოინის კურსზეც აისახა. დიდი ხნის შემდეგ, გუშინ, ბიტკოინზე ვაჭრობა პირველად დაიხურა 40.500 დოლარზე. 14 ივნისს დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი დონე 40.978 დოლარს შეადგენდა. ეს კი ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტის ფასი 41.000 დოლარის ნიშნულს კვლავ მიუახლოვდა. ამჟამად, კრიპტოვალუტის კურსი 39.900-სა და 40.000 დოლარს შორის…

      Read More

        ტანზანიის პრეზიდენტმა ცენტრალურ ბანკს კრიპტოვალუტის შესწავლა დაავალა

        ტანზანიის პრეზიდენტი ცენტრალურ ბანკს მოუწოდებს, რომ კრიპტოვალუტის მიღებისთვის მოემზადოს. ტანზანია განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, რომელიც ბიტკოინისა და კრიპტოვალუტების მიღებას აპირებს. ტანზანიის პრეზიდენტმა, სამია სულუჰუ ჰასანმა, ქვეყნის ცენტრალურ ბანკს მოუწოდა, რომ ციფრული ვალუტის შესწავლა დაიწყოს. პრეზიდენტმა განცხადებაში გლობალურ ფინანსებზე კრიპტოვალუტის მზარდ გავლენას ხაზი გაუსვა. მან ასევე ისაუბრა აღმოსავლეთ აფრიკის რეგიონში კრიპტოვალუტის სექტორის განუვითარებლობაზე. სამია სულუჰუ ჰასანის…

        Read More

          Stake Technologies-ი 10 მილიონი დოლარის ღირებულების DApp ეკოსისტემას შექმნის

          Stake Technologies-ი 10 მილიონი დოლარის ღირებულების DApp ეკოსისტემას Polkadot-სა და Kusama-სთვის გამოიყენებს. Stake Technologies-მა, დეცენტრალიზებული პროგრამებისა და Web 3.0 პროტოკოლების ინფრასტრუქტურის მომწოდებელმა, ცოტა ხნის წინ, გახსნილი სტრატეგიული საინვესტიციო ფონდის მეშვეობით 10 მილიონი დოლარი მოაგროვა, რათა დაეხმაროს Polkadot-სა და Kusama-ს ეკოსისტემების შექმნის საკითხში. საინვესტიციო რაუნდს კომპანია Fenbushi Capital-ი უძღვებოდა, ხოლო მონაწილეობას იღებდნენ Hypersphere Ventures-ი, Gumi Cryptos-ი,…

          Read More

            ნიუ-იორკში მაინინგის ბიზნესი მუშაობას განაგრძობს

            ნიუ–იორკის შტატის ასამბლეაში კრიპტოვალუტის მაინინგის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი არ მიიღეს. კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, ნიუ–იორკის მაინერებს სამი წლის განმავლობაში უნდა შეეჩერებინათ ოპერაციები კრიპტოვალუტის გარემოზე მავნე ზემოქმედების შესამცირებლად, შტატის საკანონმდებლო ორგანოში დამარცხადა. ნიუ-იორკის სენატმა კანონი ვერ მიიღო. აღნიშნული კანონი დემოკრატებმა განსახილველად გასული კვირის დასაწყისში წარმოადგინეს. კონექტიკუტში დაფუძნებული ეროვნული საზოგადოებრივი რადიოს ფილიალის თანახმად, ელექტრული მუშაკების საერთაშორისო შრომითი გაერთიანება…

            Read More