აშშ-ს მოქალაქე კრიპტო თაღლითობის ბრალდებით დააკავეს
მაიკლ აკერმანს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამერიკის მოქალაქეს ბრალად კრიპტოვალუტის გამოყენებით თაღლითური საქმიანობის წამოწყება ედება. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემებით, მრავალმილიონიანი კრიპტოვალუტის თაღლითობის უკან მყოფი მამაკაცი თაღლითურ ოპერაციას ახორციელებდა. ოჰაიოში მცხოვრებ მაიკლ აკერმენმა ასობით ინვესტორი მოტყუებით მოიზიდა. დაკავებული ყოველ ინვესტორს თანხის დაბანდების შემდეგ ყოველთვიურ 15%-იანი მოგების მიღებას ჰპირდებოდა. ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურორმა, ოდრი სტრაუსმა განაცხადა,…
