17 სექტემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

    პარასკევს, 17 სექტემბერს კრიპტოვალუტის ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებდა. დღის განმავლობაში ფასების განსაკუთრებული ცვლილება არ შეინიშნებოდა. გუშინ, ბიტკოინის კურსი 48.486 დოლარზე დაფიქსირდა. უნდა აღინიშნოს, რომ სამუშაო კვირის ბოლოს, ბიტკოინის ფასი დაახლოებით 1%-ით იყო გაზრდილი, ხოლო რაც შეეხება ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ბიტკოინის კურსის ზრდას, ის დაახლოებით 4%-ს შეადგენდა. CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით, ეთერიუმის ფასი მხოლოდ 4.12%-ით არის შემცირებული….

    Read More

      სამხრეთ კორეამ კრიპტოვალუტის დაბეგვრა შესაძლოა, 2023 წლამდე გადადოს

      სამხრეთ კორეის ნაციონალური ასამბლეის წევრი და ქვეყნის მმართველი პარტიის წარმომადგენელი, ნო ვუნგ-რაე, სავარაუდოდ, გეგმავს გადადოს კანონპროექტი, რომელშიც კრიპტოვალუტის დაბეგვრის შესახებ არის საუბარი. ნო ვუნგ-რაე კანონპროექტის გადავადებას 2023 წლამდე ითხოვს. Naver News–ის თანახმად, სამხრეთ კორეის დემოკრატიული პარტია უკან დახევას გეგმავს. ”იმ სიტუაციაში, როდესაც შესაბამისი საგადასახადო ინფრასტრუქტურა არ არის საკმარისად ჩამოყალიბებული, ციფრულ ვალუტებზე დაბეგვრის გადადება ვარიანტი კი…

      Read More

        რუსული კრიპტოვალუტის ბირჟის ხელმძღვანელი დაკავებულია

        მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიმიტრი ვასილიევი, რუსული კრიპტოვალუტის ბირჟის, Wex-ის, ყოფილი ხელმძღვანელი პოლონეთის დედაქალაქ, ვარშავაში დააკავეს. მიუხედავად იმისა, რომ დიმიტრი ვასილიევი პოლონეთის იურისდიქციის ფარგლებში უდანაშაულოდ მიიჩნევა, სხვა ქვეყნებს, მაგალითად ყაზახეთს, აქვს თაღლითური საქმე, რომელშიც დაკავებული ფიგურირებს. რამდენიმე თვის წინ BTC-e–ს ხელმძღვანელი, ალექსანდრე ვინიკი დააკავეს. მას ბრალი ედება 6 წლის განმავლობაში ბიტკოინის გამოყენებით ფულის გათეთრების…

        Read More

          კუბის რესპუბლიკაში კრიპტოვალუტას ლეგალური სტატუსი მიენიჭა

          215-ე რეზოლუცია, რომელიც, Banco Central de Cuba-ს, ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიერ არის გამოცემული კრიპტოვალუტის აღიარებას გულისხმობს. კრიპტოვალუტის ფუნქცია, რომელიც ცენტრალური ბანკის მიერ კანონიერად იქნა აღიარებული, ითვალისწინებს ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების კომერციულ ტრანზაქციებსა და ინვესტიციებს. კუბაზე კრიპტოვალუტების გამოყენების დაშვების მიუხედავად, ბანკმა ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებული რისკების შესახებაც გაფრთხილება გამოსცა. Banco Central de Cuba-ს თანახმად, კრიპტოვალუტა მოქმედებს ქვეყნის…

          Read More

            კანადელი პოლიტიკოსი ქვეყანაში ციფრული ვალუტის მიღებას მხარს უჭერს

            კანადის სახალხო პარტიის დამფუძნებელმა და ლიდერმა, მაქსიმ ბერნიემ განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს ქვეყანაში კრიპტოვალუტის მიღებას. სოციალურ ქსელში პოლიტიკოსის მიერ განთავსებული პოსტის მიხედვით, ციფრული ვალუტა კიდევ ერთი ახალი და ინოვაციური გზაა ცენტრალური ბანკების ქმედებების წინააღმდეგ. მაქსიმ ბერნიემ ქვეყნის ამჟამინდელი ეკონომიკური პოლიტიკაც გააკრიტიკა. უნდა აღინიშნოს, რომ კანადამ არაერთხელ გაუხსნა გზა კრიპტო სექტორში მრავალ ინიციატივას. ჯერ კიდევ…

            Read More