პლატფორმა Rally კრიპტო ეკოსისტემის განვითარებას განაგრძობს
კრიპტო-სოციალურმა პლატფორმამ Rally-მ 12 მილიონი დოლარი დეველოპერებისთვის ეკოსისტემის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად გამოყო. ეს კი სხვადასხვა ინოვაციური იდეისთვის პოტენციურად შექმნის საფუძველს. “საგრანტო პროგრამა განაწილდება RLY ტოკენებით, Rally-ის ეკოსისტემის მშობლიური კრიპტოვალუტით”,- განაცხადა კომპანიამ. Rally საშუალებას აძლევს ციფრული ვალუტით დაინტერესებულ ადამიანებს, რომ საკუთარი კრიპტოვალუტები გამოუშვან და შექმნან დამოუკიდებელი პლატფორმები. კითხვაზე, თუ რა ტიპის სამუშაოების მხარდაჭერა სურს კომპანიას, Rally-ს ვიცე-პრეზიდენტმა,…
